ანტიკორუფციული „ბლექ სი არენას“, საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელების დეკლარაციებს შეამოწმებს

ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ რომელი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს განახორციელებს მიმდინარე წელს.

როგორც ინფორმაციიდან ირკვევა, 2024 წელს ბიურო 300 მაღალჩინოსნის დეკლარაციას შეამოწმებს, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირებიც მოხვდნენ. ჩამონათვალში არიან, როგორც აღმსასრულებელი, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ამასთან, როგორც ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, მიმდინარე წელს ანტიკორუფციული საქართველოს ფოსტის, საქართველოს რკინიგზის, „ბლექ სი არენას“, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) ხელმძღვანელების ქონებრივი დეკლარაციასაც შეისწავლის.

გარდა ამისა, ბიურო გეგმავს, კომუნიკაციების კომისიის, სემეკის, წარმომადგენელთა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და სებ-ის საბჭოს წევრების, ასეე ბიზნესომბუდსმენის ქონებრივი დეკლარაციების შემოწმებას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2022 წლის 30 ნოემბერს შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომლის ამოცანაა, ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ბიურო, ასევე, უზრუნველყოფს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, მონიტორინგსა და საჯაროობას.

წყარო