ანტიკორუფციული ბიურო, ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის კახა კალაძესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე ბიუროს მთავარი ამოცანები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ხაზი გაესვა ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს