ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები აშშ-ში გამართულ გაეროს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის მეათე სესიას ესწრებიან

ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში გამართულ გაეროს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მეათე სესიას ესწრებიან. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, კონფერენცია ყველაზე მსხვილ გლობალურ ანტიკორუფციულ გაერთიანებას წარმოადგენს.
„კონფერენციის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესება და გამოცდილების გაზიარება ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრას ესწრებიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მეტრეველი: ვფიქრობ, რომელიმე ოპოზიციურ არხზე უნდა გაკეთდეს გადაცემა, რომელსაც ერთადერთი დანიშნულება და მისია ექნება: ამხილოს “ოცნების” ლიდერების და მათი პროპაგანდისტული მედიის ტყუილები

დონალდ ტრამპი – არ ვიცი, პუტინი თურქეთში ჩავა თუ არა – ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია, დატვირთული გრაფიკი გვაქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად იქ არ წავიდოდი