საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი ისრაელის ელჩს, ვალიდ აბუ-ჰაიას შეხვდა.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, შეხვედრა დღეს, 27 ოქტომბერს, გაიმართა, სადაც სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“- ნათქვამია ინფორმაციაში.




