ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოტენციური მამხილებლები საჭიროებენ სამართლებრივ დახმარებასა და რჩევას.
“ამრიგად, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია მათი მოტივირება, რჩევის მიცემა სწორი სტრატეგიის თაობაზე და, რაც ყველაზე მთავარია – სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.
ანტიკორუფციულ ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რაც მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას შეეხება.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეუწყობენ ხელს მამხილებლის დაცვის მექანიზმების განვითარებასა და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციას. ასევე, ის მოიაზრებს ერთობლივი მექანიზმების შემუშავებას მამხილებლის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის უზრუნველყოფის მიზნით; მათ გადაწყვიტეს, რომ ერთობლივად უზრუნველყოფენ კონსულტაციის პროცესში მონაწილე ადვოკატებისა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებას”, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ