ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ანტიკორუფციული ბიუროს ორგანიზებით მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მხარეებმა მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს და სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პოტენციური მამხილებლები საჭიროებენ სამართლებრივ დახმარებასა და რჩევას. ამრიგად, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია მათი მოტივირება, რჩევის მიცემა სწორი სტრატეგიის თაობაზე და, რაც ყველაზე მთავარია – სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.
ანტიკორუფციულ ბიუროს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა, რაც მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას შეეხება.მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად შეუწყობენ ხელს მამხილებლის დაცვის მექანიზმების განვითარებასა და ევროპულ სამართალთან ჰარმონიზაციას. ასევე ის მოიაზრებს ერთობლივი მექანიზმების შემუშავებას მამხილებლის უფასო ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციის უზრუნველყოფის მიზნით; მათ გადაწყვიტეს, რომ ერთობლივად უზრუნველყოფენ კონსულტაციის პროცესში მონაწილე ადვოკატებისა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა