ანტიდოპინგური სააგენტო სინერის დასჯას ითხოვს

მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტო (WADA), არ ეთანხმება საერთაშორისო ჩოგბურთის მთლიანობის სააგენტოს (ITIA) და ითხოვს, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი იანიკ სინერი 2-წლიანი დისკვალიფიკაცია დასაჯონ..
2024 წლის მარტში დოპინგ ტესტზე დადებითი პასუხის მიუხედავად ITIA-მ დაადგინა, რომ იტალიელი დამნაშავე არ იყო. მიუხედავად ამისა WADA არ ეთანხმება დადგენილებას და განაგრძნობს მოთხოვნებს იტალიელის დასჯის თაობაზე.
შეგახსენებთ, იტალიელ ჩოგბურთელს 23 წლის ასაკში, უკვე 16 ATP ტურნირი აქვს მოგებული, მათ შორის ორი დიდი სლემის ტურნირი (US Open, Ausrtalian Open).