“ანტიდემოკრატიული ქმედებებით საქართველო შორდება ხალხის აშკარა ნებას” – მილერი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა, ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუს კითხვას: “საქართველოსთან დაკავშირებით არაერთხელ გვისაუბრია რუსული კანონის შესახებ, თუმცა კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა არსებობს, მოსკოვის კანონმდებლობის ასლი, რომელსაც „ოჯახური ღირებულებების კანონი“ ეწოდება. უკვე ვნახეთ, რომ ის მიიღეს და რეალური შედეგებიც დადგა. ტრანსგენდერი ქალი მოკლული იპოვეს. რა რეაქცია გაქვთ ამაზე?”, – ასე უპასუხა:
მილერის პასუხი: “როგორც ვიცი, კანონი ჯერ სრულად არ ამოქმედებულა და კითხვები არსებობს მისი საბოლოო სტატუსის შესახებ – გახდება თუ არა ის კანონი. მაგრამ, როგორც უკვე თვეებია, ვამბობთ, ანტიდემოკრატიული ქმედებებით, ასევე მოწყვლად და მარგინალიზებულ ჯგუფებზე ზეწოლით საქართველო შორდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ გაცხადებულ სურვილს და ხალხის აშკარა ნებას. ეს კანონი სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა”.