ევრობასკეტის ბოლო მე-5 ტურში, C ჯგუფში, საბერძნეთმა ესპანეთი 90:86 დაამარცხა და საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში გაიყვანა. ამ ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე საბერძნეთი, იტალია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და საქართველო (2015 წლის შემდეგ პირველად) გავიდნენ. მოქმედი ევროპის ჩემპიონი ესპანეთი კი ჯგუფში ჩარჩა.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველომ საკუთარი მატჩი დათმო და ესპანეთსა და ჩვენ ერთნაირი მოგება-წაგების მაჩვენებელი დაგვიგროვდა, იმის გამო, რომ პირველ ტურში ესპანელები დავამარცხეთ, ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის ხარჯზე, მომდევნო ეტაპზე, მე-4 ადგილით სწორედ საქართველოს ნაკრები გავიდა.
მატჩი ბერძენთა დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა და წინ 14-ქულითაც იყვნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ესპანელთა 19 წლის კალათბურთელის სენტ-სიუპერის ბრწყინვალე თამაშის წყალობით, ესპანეთი წინაც გავიდა, მაგრამ ბერძენთა ლიდერის და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის, იანის ანტეტოკუნმპოს ლიდერობით, საბერძნეთმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ.
იანისმა 25 ქულა, 14 მოხსნა და 9 ასისტი დააგროვა.
ბერძენთა გამთამაშებელმა ტაილერ დორსიმ 22 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.
ესპანელთაგან ხაიმე პრადილიამ საკუთარ გუნდს 14 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა.
სენტ-სიუპერიმ კი 13 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის პლეი-ოფში D ჯგუფის გამარჯვებულს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, შეხვედრა 7 სექტემბერს გაიმართება.
ევრობასკეტის მერვედფინალური მატჩები:
6 სექტემბერი
ლიეტუვა – ლატვია
თურქეთი – შვედეთი
გერმანია – პორტუგალია
სერბეთი – ფინეთი
7 სექტემბერი
საბერძნეთი – ისრაელი
პოლონეთი – ბოსნია-ჰერცეგოვინა
იტალია – სლოვენია
საფრანგეთი – საქართველო
· ლაშა კიდევ კარგი ჯიკიჩი არ ჰყავს საბერძნეთს მწვრთნელად თორე იანის დაასვენებდა პლეიოფისთვის მერე რამო რომ ბერძნებსაც სჭირდებოდათ პირველ ადგილზე გასვლა, დასვენებული კალათბურთლეი მაინც ასწორებს
· გელა აბა თქვენ იცით ლომებო.უტირეთ გაჩენის დღე მაგ ფრანგ კალათბურთელებს.საბერძნეთი გაგვეკაიფა მგონი.ჯგუფში კი ყველამ ნახა რისი მაქნისები ვართ.ისე მოდი რააა ნუ გავატრაკებთ.ვალი დაგვიბრუნეს.რაც ამათ ბებრებს მოვუარეეეთ…ეხლა ამათ სცეს პატივი ჩვენ ბებრებს.რა გვინდა ამ თამაშით პლეი ოფში ვინმე მეტყვის?კიდევ ერთი გაბახება და ნამუსის ახდა?
· გიო უნდათ რომ თამაში. მოკლედ ძალით მიათრევენ.
[VIDEO] შენგელიას 27, ბითაძის 21 – საქართველომ კვიპროსს დიდი ანგარიშით მოუგო
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
საქართველოს მეტოქე საბერძნეთის ნაკრები შესაძლოა ევრობასკეტიდან მოხსნან
მორიგი სენსაცია ევრობასკეტზე – ბოსნია და ჰერცეგოვინამ საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა
[VIDEO] არიის – საქართველოს ნაკრებმა ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულით დაამარცხა!
“კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. მადლობა გულშემატკივარს” – თორნიკე შენგელია
“წავაგეთ გუნდთან, რომლის ერთი ლიდერი “ხულიგანს” ჰგავს, მეორეს კი არითმია აქვს” – ესპანეთი გაოგნებულია
დეტალური განხილვა – ქართველი კალათბურთელების შეფასება
იანისის ლიდერობით – საბერძნეთმა იტალია დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ესპანეთსა და ავსტრალიას ოვერტაიმი დასჭირდათ – მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ფინალისტი ცნობილია [VIDEO]
[VIDEO] საბერძნეთის იმედად – საქართველოს ნაკრების ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა
რუსეთმა საბერძნეთი დაამარცხა
ბიჭი ბადიაურიდან: რთული ბავშვობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და გზა ვარსკვლავობამდე – “ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ჩემიანებს აღარასოდეს მოუწევთ ლუკმა-პურის საშოვნელად მუშაობა”
[VIDEO] კატასტროფული მეოთხე მეოთხედი – საქართველოს ნაკრები იტალიასთან დამარცხდა
“როგორ მოექცნენ იტალიასთან ჩვენს კალათბურთელებს მსაჯები და მიუღებელ კალენდარზე” – რა თქვეს ბურჯანაძემ და ჯიკიჩმა ნამატჩევს
საქართველოსთან მარცხის შემდეგ ესპანეთმა ხასიათი გამოისწორა – სკარიოლოს გუნდმა ბოსნია და ჰერცეგოვინა გაანადგურა
საბერძნეთის ნაკრების მწვრთნელმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] – 41 საბერძნეთთან – საქართველოს ნაკრებს ფინალის ტოლფასი ორი მატჩი ელოდება
ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები საკუთარ მოედანზე პოლონეთისგან მარცხს გადაურჩა
[VIDEO] ევრობასკეტის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია – ისრაელის ნაკრებმა საფრანგეთი 13 ქულით დაამარცხა
“ჩემი უკანალი გადაარჩინეს” – იტალიელთა მწვრთნელი გუნდს სიყვარულში გამოუტყდა
