ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი თანამგზავრიდან დაკვირვების ბოლო 47 წლიან ისტორიაში მინიმუმამდე შემცირდა

Copernicus-ის სამსახურმა, რომელიც კლიმატის ცვლილებების შესწავლით არის დაკავებული განაცხადა, რომ 2025 წლის მარტში ანტარქტიდის გარშემო ზღვის ყინულის ფართობი თანამგზავრიდან დაკვირვების ბოლო 47 წლიან ისტორიაში მინიმუმამდე შემცირდა.

სპეციალისტების თქმით, ტემპერატურა 2,7 გრადუსი რჩება, რაც გლობალური ტემპერატურის ზრდისკენ მიუთითებს. ზღვის ყინულის დნობა ეკოლოგიურ ფაქტორებზე უარყოფითად მოქმედებს და აჩქარებს გლობალურ დათბობას, რომელიც ადამიანის ქმედებებითაა გამოწვეული.

22 მარტს NASA-ს სპეციალისტებმა განაცხადეს, რომ ზღვის ყინულის საფარმა 14,33 მილიონი კვადრატული კილომეტრი შეადგინა, რაც 80 000 კვადრატული კილომეტრით ნაკლებია ვიდრე 2017 წელს.
წყარო: imedinews.ge