ანტალიის აეროპორტის გამტარუნარიანობა იზრდება

ანტალიის აეროპორტის განახლებული ტერმინალი იხსნება, შედეგად კი აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება.
ანტალიის აეროპორტის მოდერნიზაცია მზარდი ტურისტული ნაკადის პასუხი იყო. 2024 წელს პროვინციის კურორტებს 17,3 მილიონი ტურისტი ეწვია, აქედან თითქმის 4 მილიონი რუსი იყო. გაზრდილი დატვირთვასთან გასამკლავებლად საერთაშორისო ტერმინალი 93-დან 223 ათას კვ/მ-მდე გაფართოვდა, ხოლო შიდა – 37-დან 75 ათას კვ/მ-მდე. ასევე გაიზარდა თვითმფრინავების პარკირების ადგილები (108-დან 176-მდე) და ხიდების რაოდენობა (20-დან 38-მდე).
პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი სამიმოსვლო ბილიკები, განახლდა VIP და CIP ტერმინალები (ეს უკანასკნელი 1 აპრილს გაიხსნება).
აღსანიშნავია, რომ ანტალიის აეროპორტი მსოფლიოს მასშტაბით აეროპორტების მმართველი, გლობალური კომპანია TAV Airports-ი ოპერირებადი ავიაკომპანიაა.
ავიანიუსი