ანსამბლ “ფესვებს” პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლა აუკრძალეს – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ ს თქმით, ანსამბლ “ფესვების” წევრები, რომლებიც აჭარიდან მოდიოდნენ თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებაზე მონაწილეობის მისაღებად, “გზიდან გააბრუნეს”:
“ძალიან სამწუხაროა, რომ ანსამბლი “ფესვები”, რომელიც უნდა ჩამოსულიყო აჭარიდან და დღეს ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო, გზიდან გააბრუნეს, იმიტომ, რომ თურმე პრეზიდენტის სასახლეში ნებადართული არ არის გამოსვლა.
თქვენ თვითონ იფიქრეთ, საიდან მოვიდა მითითება და რას ნიშნავს ეს. თუ ეს არ არის კულტურული ბოლშევიზმი, მე არ ვიცი, ამას რა ჰქვია. სამწუხაროა და მე მინდა მათ ჩემი სახელით ბოდიში მოვახსენო იმისთვის, რომ გზიდან გააბრუნეს ამ ფორმით. მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში დღეს ასეთი რაღაცები შეიძლება ხდებოდეს, ძალიან ვწუხვარ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ნაცვლიშვილი სუს-ის ანგარიშზე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელით რუსული, ოკუპანტი სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებული ანგარიში იდება, რომელიც მოსკოვის ინტერესების გამტარებელია და არა საქართველოსი

გურამ მაჭარაშვილი – ვინც ბედავს და ამბობს, რომ საქართველოში რაღაც რეპრესიები მიდის, უყუროს კომისიის სხდომებს – ჩხრეკისას ფიზიკურად რამე შემხებლობა მოხდა?! ბავშვის რეაქცია რას ნიშნავს?! სახლში ბავშვიც შეიძლება იყოს და ფეხმძიმე ქალბატონიც