ანსამბლის “აფხაზეთი” კონცერტმა პოლონელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა

პოლონეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის “” კონცერტმა, პოლონელი მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ვარშავის ეროვნულ ოპერის თეატრში გაიმართა, სადაც ანსამბლ “აფხაზეთის” დასი ორ განყოფილებიანი პროგრამით წარდგა.
წარმატებული კონცერტის დასრულების შემდეგ, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბაჩანა ჭანტურიამ დასის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ტურნე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში გრძელდება.