ესპანეთში მცხოვრები ჟურნალისტი მაკუნა დეკანოსიძე ინფორმაციას ავრცელებს, რომ მომღერალ ანრი ჯოხაძეს ბარსელონაში დაგეგმილი კონცერტი ჩაეშალა:
,,გუშინდელი ამ ჯგუფის აქტიურობის, ბარსელონაში და ზოგადად ესპანეთში ანრის მიმართ გამოხატული პროტესტის შემდეგ, რასაც მოჰყვა გასამართ ლოკაციაზე ერთობლივად ცუდი შეფასებების დაწერა, ბარმა სასწრაფოდ გააუქმა “გრანდიოზული” კონცერტი და განცხადება გაავრცელა …
ბარის განცხადება:
“2025 წლის 3 მარტისთვის ჩვენს დარბაზში გამოცხადებულ ღონისძიებასთან დაკავშირებული ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, გვინდა განვმარტოთ შემდეგი:
ჩვენი დარბაზი იქირავა გარე მწარმოებელმა კომპანიამ ღონისძიების ჩასატარებლად. ჩვეულებისამებრ, ჩვენ არ ვმონაწილეობთ მესამე მხარის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების მენეჯმენტში ან მხატვრულ პროგრამირებაში, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობა შემოიფარგლება სივრცის გაქირავებით.
ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ აღნიშნული ღონისძიება მოიცავდა ქართველი მომღერლის შესრულებას. გვინდა განვაცხადოთ, რომ არანაირი სახის კავშირი არ გვაქვს არც ამ არტისტთან და არც პროდიუსერულ კომპანიასთან, რომელმაც ის დაიბარა. ღონისძიების და ამ ხელოვანის შესახებ მეტი ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ ღონისძიება ჩვენს ადგილზე.
ჩვენი პრიორიტეტია ყოველთვის ვიმოქმედოთ პასუხისმგებლობით და პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებიც გვახასიათებს როგორც კულტურულ სივრცეს. ჩვენ ვაფასებთ ყველას გაგებას და ვწუხვართ ნებისმიერი უხერხულობის გამო, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ გადაწყვეტილებამ.
კომენტარების რაოდენობა საკმაოდ აზიანებს ჩვენს რეპუტაციას, როდესაც ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო არტისტთან და ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ ღონისძიების გაუქმება, ასე რომ, ვიმედოვნებთ, რომ თქვენ შეძლებთ შეასწოროთ თქვენი შეფასება.
ვითხოვთ თქვენს თანამშრომლობას და დახმარებას ამ კუთხით.
პატივისცემით,
“მოდის ბარის შოურუმი”
მაკუნა დეკანოსიძე აკონკრეტებს:
,, დამიდასტურა კომპანიამ და ვაცაფზე მომწერა – გამარჯობა, ჩვენ უბრალოდ სივრცე ვართ და მწარმოებელ კომპანიას ვაცნობეთ, რომ ამ ღონისძიებისთვის კარებს არ გავხსნით. მესმის, რომ მწარმოებელმა კომპანიამ ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში უნდა გაავრცელოს.”
