იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი 11 ოპოზიციონერი დეპუტატის გარდა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსაც დაატოვებინა.
დარბაზიდან გაძევებული 11 ოპოზიციონერი დეპუტატი: გიორგი ვაშაძე, ლევან ბეჟაშვილი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, თაკო ჩარკვიანი, ქეთევან თურაზაშვილი, ანა წითლიძე, ლევან ხაბეიშვილი, დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე და ხატია დეკანოიძე.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენელი, ლიკა საჯაია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი გააძევა.