ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს – უბრალოდ, დავადეთ ვეტო და ასე მიგვაჩნიაო – ეს არის დემოკრატიული ჩარჩოდან გასვლა

სამწუხაროა, ეს არ არის ნორმალური და დემოკრატიული, ეს გადის დემოკრატიული ჩარჩოდან, – ასე მიმართა „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს, სადაც „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ.
ოხანაშვილმა მსხილაძეს ჰკითხა, კონსენსუსის არარსებობის შემთხვევაში, გადაწყვეტილების ლეგიტიმაციის ხარისხი რა პროცენტული მაჩვენებლით მცირდება. საპასუხოდ, გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილება „მეტ ლეგიტიმაციას მატებს ნებისმიერ ორგანოს“.
„მეტ პასუხს კითხვაზე არ გაგცემთ“, – განაცხადა მსხილაძემ.
„ეს ყველაფერი მართლაც ყოველგვარს ზღვარს ცდება იმიტომ, რომ სამართლებრივი, პოლიტიკური ანალიზი არ გაქვთ გაკეთებული. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითებზე არ და ვერ გვესაუბრებით. ლეგიტიმაციის ხარისხი როგორ იკლებს და იმატებს, ვერ გვიხსნით. უბრალოდ, დავადეთ ვეტო და ასე მიგვაჩნიაო. ეს არის დემოკრატიული ჩარჩოდან გასვლა, რაც არის ძალიან სამწუხარო. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერზე სრული სურათი და წარმოდგენა, რომ ამას სამართლებრივ ჭრილში შესაბამისი შეფასებები და რეაქციები ჰქონდეს. პოლიტიკურად უკვე ს დროს იმიტომ, რომ ეს ყველაფერი უკვე ძალიან არასერიოზულია“,-მიმართა ოხანაშვილმა მსხილაძეს.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს. ს მოტივირებულ შენიშვნებს დეპუტატების წინაშე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე წარადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ