ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას – თუ გსურთ, ”უცხოური ძალის” დეფინიცია სიტყვა-სიტყვით აშშ-ს FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან გადმოვიტანოთ, დაუჭერთ მხარს?

თუ გსურთ, ”უცხოური ძალის” დეფინიცია სიტყვა – სიტყვით -ს FARA-დან და საფრანგეთის კანონიდან გადმოვიტანოთ! დაუჭერთ მხარს? – მხარს ამასაც არ უჭერთ! – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი მოითხოვა, რომ სხდომის ოქმში დაფიქსირდეს, რომ აღნიშნულს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა.
ამასთან, ოხანაშვილმა ოპოზიციის პასუხად დაადასტურა, რომ საფრანგეთმა როგორც ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, კანონის რეგულაციიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნები გამორიცხა, თუმცა როგორც განაცხადა, “არ გამორიცხა აშშ-ი, კანადა, დიდი ბრიტანეთი და ნებისმიერი სხვა ქვეყანა“.
პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით – მუხლობრივად იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე