ანრი ოხანაშვილი – მხარი დაუჭირეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას – მხარი დაუჭირეთ გამჭვირვალობას!

მხარი დაუჭირეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას – მხარი დაუჭირეთ გამჭვირვალობას! – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილის პლენარულ სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას გააკეთა.
ოხანაშვილმა და ასევე სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებისგან რედაქციული ხასიათის შენიშვნების დაფიქსირება მოითხოვეს. იმის გათვალისწინებით, რომ რედაქციული მოსაზრებების გამოთქმის სურვილი არავის ჰქონდა, პროექტის მესამე მოსმენით განხილვის პროცედურა დაახლოებით 2 წუთში დასრულდა.
პაპუაშვილმა ოპოზიციის მისამართით განაცხადა ისიც, რომ სიმართლის მხარეს არ არიან და ამიტომ არაფერი აქვთ სათქმელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით