ანრი ოხანაშვილი – ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს – ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა

ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს. ასევე, ვულოცავ ჩვენს გუნდს, შრომა დაფასდა – დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ ჩვენს გუნდს გამოუცხადეს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ქართველ ხალხს კიდევ ბევრი წარმატება ელის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
„პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენს ხალხს დამსახურებულ სტატუსს. მე ასევე, ვულოცავ ჩვენს გუნდს. შრომა დაფასდა და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც შრომაზე დაფუძნებით, დამსახურებაზე დაფუძნებით ენიჭება ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი. დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამოუცხადეს ჩვენს გუნდს, მათ ჰქონდათ რწმენა, რომ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, ეს იყო სწორი და სწორი პოლიტიკა, ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, რამაც მოიტანა კონკრეტული შედეგი. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს, კიდევ ბევრი წარმატება გველის ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს