ანრი ოხანაშვილი – ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება – დაველოდებით, თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს, დღეს და ახლა სანქციების მატარებელი ჩავლილია

იქამდე, ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ამერიკის სანქციები მას შეეხო.
მისი თქმით, „დღეს და ახლა ეს სანქციების მატარებელი ჩავლილია“.
„ჩვენთვის ეს ყველაფერი ბუნდოვანი და გაუგებარია. თუ ჩვენთან იქნება კომუნიკაცია, თუკი ვინმე რაიმეს განგვიმარტავს და ა.შ, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ. მაგრამ ვიდრე ეს საკითხები არ დასმულა, იქამდე ვისაუბროთ ჰიპოთეზებზე და ა.შ – ეს არასერიოზულია. ვიდრე ჩვენთან ოფიციალურ დონეზე არ იქნება საუბარი, ჩვენი მხრიდან კომენტარი არასერიოზული იქნება. დაველოდებით თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაცია სურს ჩვენთან. დღეს და ახლა ეს სანქციების მატარებელი ჩავლილია”, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია მას საელჩოსთან აღნიშნა, რომ მასთან მიმართებაში თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაციის ინტერესი ექნება, ეს შედგება.
„ეს ნიშნავს, რომ საელჩოს პრეტენზია წავუყენო – „გინდა თუ არა მართლა რაღაცასთან გვაქვს საქმე”. ჩემთან მიმართებაში თუ ვინმეს რაიმე კომუნიკაციის ინტერესი ექნება, ეს შედგება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ