ანრი ოხანაშვილი – არჩევანი მარტივია, ჩვენ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მოვიყვანოთ! – ბოლომდე ვიბრძოლებთ!

არჩევანი მარტივია, ჩვენ დაწყებული საქმე ბოლომდე უნდა მოვიყვანოთ! – ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ! – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ოპოზიციას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ქართულ ოცნებას” ვერ პატიობენ, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ამიტომ ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, ბოლომდე ვიბრძოლებთ, ბოლომდე დავიცავთ, წინ ღირსებით ევროპისკენ, ენით, მამულით, სარწმუნოებით. გაუმარჯოს ერთიან სუვერენულ საქართველოს და მოგიწოდებთ, დაუჭირეთ მხარი ამ კანონპროექტს!,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება