ანრი მექვაბიშვილი სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს

ანრი მექვაბიშვილი სექტემბრის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს, ამის შესახებ ინფორმაციას Geo team-ი ავრცელებს. რუმინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ქართველმა ნახევარმცველმა მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო.
Geo Team-ის ცნობითვე, ფეხბურთელმა MRI გადაიღო და ჯვარედინი იოგების გაწყვეტას გადაურჩა, თუმცა 1.5 თვით დასვენება მოუწევს.
სავარაუდოდ, ფეხბურთელი გამოტოვებს ოქტომბრის სანაკრებო შეხვედრებსაც, თუმცა ყველაფერი აღდგენითი პროცესის სისწრაფეზეა დამოკიდებული.
როგორც ცნობილია, 7 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები თბილისში ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ასაკით ჩემზე პატარა პოლიციელი LA Na სულამანიძე კარგა ხანი დაჟინებით ცდილობდა პატარა ბნელ საკანში მის თვალწინ გამეხადა, თუ გამტეხავდა და გავიხდიდი ბუქნების გაკეთებასაც მომთხოვდა, თუმცა საბედნიეროდ ძალიან კარგად ვიცოდი რისი უფლება ჰქონდა ლანას და რისი მე”