ბათუმში, ოთხ სავაჭრო ცენტრში – “გრანდ მოლი”, “ მეტრო სითი” “ბათუმი მოლი” და “პლაზა” კინოლოგები მივიდნენ. სავაჭრო ცენტრები სრულად ევაკუირებულია, შენობებიდან გაყვანილია პერსონალი და მომხმარებლები. მიზეზი კი ანონიმური შეტყობინება გახდა, რომ აღნიშნულ შენობებში ასაფეთქებელი მოწყობილობაა დამონტაჟებული. ამ ობიექტებზე სამართალდამცავები დაახლოებით 6 საათისთვის გამოჩნდნენ.
აღსანიშვანია, რომ შეტყობინება ასაფეთქებელი მოწყობილობების დამონტაჟების შესახებ გავრცელედა რუსულენონავნ ტელეგრამ არხებშიც, სადაც დასახელებული იყო აფეთქების დროც – 8 საათი და მუქარის შემცველი აგრესიული მოწოდებებიც. ჯგუფი “კავკაზსი ვილაიეთის” სახელით ავრცელებდა მსგავსი შინაარსის გზავნილებს, თუცმა რეალურად ვინ არის ეს ჯგუფი, უკვე გამოძიების დასადგენია.
ავტორი: თეა ვაშალომიძე