„ანომალია დებატი კი არ არის. ანომალია არის ის, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მუშებს ესაუბრება ზემოდან და არა პირისპირ”

კობახიძემ მაღაროელებთან დებატებზე “რუსთავი 2-ის” ეთერში უარი განაცხადა.
💭“მაღაროელების და მთავრობის ხელმძღვანელის დებატები საერთოდ ანომალიაა. აქ საუბარია საწარმოზე, რომელიც სახელმწიფო ირიბი სუბსიდიით ფუნქციონირებს და როგორ შეიძლება დებატები”.
კობახიძის უარს დებატებზე მაღაროელებმა უპასუხეს:
💭„ანომალია დებატი კი არ არის. ანომალია არის ის, როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მუშებს ესაუბრება ზემოდან და არა პირისპირ.
მაღაროელები ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან. ისინი არ ითხოვენ განსაკუთრებულ პრივილეგიას — ისინი ითხოვენ საუბარს, არგუმენტს და პასუხს იმ პრობლემებზე, რომელიც წელიწადზე მეტია ანგრევს ქალაქს და ათასობით ოჯახს.
თუ ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებთან საჯარო დებატსაც კი „ანომალიად“ მიიჩნევს, მაშინ პრობლემა მაღაროელებში კი არა, ხელისუფლების დამოკიდებულებაშია ხალხის მიმართ.
დემოკრატიაში დიალოგი ნორმაა.
ხალხისგან გაქცევა — აი ეს არის ნამდვილი ანომალია“