ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო

ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, სადაც დღეს, 15 აგვისტოს გაიმართება -ის და ს პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, უკრაინის მხარდამჭერი აქციები დაიწყო.
14 აგვისტოს ასეულობით დემონსტრანტმა აქცია გამართა სიუარდის ავტომაგისტრალთან. მათ თან ჰქონდათ უკრაინის დროშები და პლაკატები. ერთ-ერთ მათგანზე ეწერა: „ და ალასკა აღარასდროს იქნებიან რუსული“.
აქციის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა „ამერიკის ხმის” ყოფილმა კორესპონდენტმა ოსტაპ იარიშმა.
ანკორიჯში უკრაინის მხარდამჭერი აქცია დღეს, 15 აგვისტოსაც გაიმართება.
აქციების ერთ-ერთმა ინიციატორმა, ორგანიზაცია Stand UP Alaska-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ერინ ჯექსონ-გილმა სააგენტო „უკრინფორმს” განუცხადა, რომ ეწინააღმდეგებიან ალასკის შტატში ავტორიტარი დიქტატორების მიწვევას, პუტინი სამხედრო დამნაშავეა და ამერიკულ მიწაზე მისი ადგილი არ არის.
ერინ ჯექსონ-გილის ინფორმაციით, აქციების მონაწილეები მოითხოვენ, რომ პუტინმა აგრესია შეწყვიტოს და დატოვოს.
შეერთებული შტატებისა და ს პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის დღევანდელი მოლაპარაკება ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, 13 აგვისტოს -ის პრეზიდენტმა ონლაინ-შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებთან.
ტელეკომპანია NBC News-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ტრამპმა ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ არ აპირებს პუტინთან განიხილოს უკრაინის ტერიტორიების განაწილების საკითხი და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა სურს.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ონლაინ-შეხვედრაში ბერლინიდან, გერმანიის კანცლერ მერცთან ერთად მონაწილეობდა, 13 აგვისტოს განახადა, რომ ტრამპი-პუტინის შეხვედრის მთავარი თემა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იქნება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს