ანკარაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქცია გაიმართა

დასავლური მედიის ინფორმაციით, პირდაპირი ეთერის ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ სკანდირებს ხალხი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადადგომის მოთხოვნას და აფრიალებენ თურქეთის დროშებსა და პარტიულ ბანერებს.
კვირას გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერმა ლიდერმა ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს ხელისუფლებაში მოკალათებას დემოკრატიული ნორმების ძირის გამოთხრით და ოპოზიციის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განსხვავებული აზრის ჩახშობით.
მედია წერს, რომ ორშაბათს სასამართლომ სავარაუდოდ, პროცედურული დარღვევების გამო, “რესპუბლიკური სახალხო პარტიის” (CHP) 2023 წლის ყრილობის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რამაც მედიის ცნობით, გავლენა შესაძლოა მოახდინოს 2028 წელს დანიშნული საყოველთაო არჩევნების საკითხზე. ასევე, არ არის გამორიცხული სასამართლომ გადაწყვეტილების მიღება გადადოს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო