ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში გვარამია/მელიას წერილებს ეხმაურება და წერს, რომ მათ წერილებში მურთაზ ზოდელავაზე, როგორც კოალიცია „ახლების“ ერთ-ერთ ლიდერზე არცერთი სიტყვა არაა ნახსენები, რაც კითხვებს აჩენს.
წითლიძის თქმით, ის არავის მიუთითებს ვის და რა კითხვა დაუსვას, თუმცა აინტერესებს, რატომ არავინ სვამს კითხვებს, მურთაზ ზოდელავა მისი გუნდისგან და მეგობრებისგან იმსახურებს თუ არა თანადგომას.
მურთაზ ზოდელავა კოალიცია ახლების ერთ-ერთი ლიდერი და წევრი არის დაარსების დღიდან – დღემდე.
ძალიან მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა ენმს შიდა პროცესების დროს. ახლა ჩვენთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მაგრამ ფაქტი რომ ავღნიშნო.
ადამიანმა თავი გაწირა და ციხეში 9 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
იბრძოლა იმისთვის რისიც სწამდა და გაბედა ის რასაც ბევრი ვერ იზამდა.
კოალიციის ლიდერებმა გვარამია/ მელიამ დღეს 4 ოქტომბერზე განცხადება გაავრცელეს.
განცხადების შინაარსში არ შევალ.
არც ერთი სიტყვა მურთაზ ზოდელავაზე, მათ უახლოეს მეგობარზე და კოალიციის ლიდერზე.
ახლებში, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არცერთი ინტერვიუ მურთაზ ზოდელავაზე და ფბ პოსტებიც კი.
მე არასოდეს არ დავამუნათებ ჟურნალისტებს კითხვის დასმაზე, მიუხედავად იმისა, მოტივები ვიცი თუ არ ვიცი, ან მომწონს თუ არა.
ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია თუნდაც ყველაზე არაობიექტური კითხვა დასვას – ეს მისი უფლებაა და საზოგადოება თვითონ აკეთებს სწორ დასკვნებს.
თუმცა კითხვას რომ დასვამთ, პასუხიც არ უნდა უკვირდეს არავის.
თუნდაც მიუღებელი.
მითუმეტეს არ მივუთითებ ვინმეს რამე კითხონ.
მაგრამ მე კითხვა გამიჩნდებოდა, მურთაზ ზოდელავა მისი გუნდისგან და მეგობრებისგან არ იმსახურებს თანადგომას? ეს კითხვა არ გაქვთ?
ან ეს რატომ არსად აღინიშნება?,- წერს წითლიძე.