ანი ნადარეიშვილი: საქმეში დევს ექსპერტიზის პასუხი, რომ ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ყალბია. ამას არ ასაჯაროებს პროკურატურა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ცოლი, ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიას ხმის ნიმუშის ჩანაწერს ავრცელებს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს თავდაპირველად პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა”, ხოლო შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; ნიუსჰაბმა; Ongo-მ; რეპორტიორმა; მხარემ; The Georgian Times-მა; საინფორმაციო სააგენტო Info 9-მ; დაიჯესტმა; Exclusive Media-მ, რეზონანსმა; ასევე, სხვა ფეისბუქ-გვერდებმა და ანგარიშებმა (1;2;3;4;5) გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული. მედიასაშუალებების ნაწილი აღნიშნავდა, რომ ჩანაწერის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს და მისგან ხმის ნიმუში აიღეს.
ანი ნადარეიშვილი წერს, რომ “სისხლის სამართლის საქმეში დევს ამ ექსპერტიზის პასუხი, რომ ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ყალბია და ს მეშვეობით არის გენერირებული”, რასაც პროკურატურა არ ასაჯაროებს.

როგორც გახსოვთ 10 ოქტომბერს ბაჩო დაიბარეს კრიმპოლში, მისი და ბატონი პაატა ბურჭულაძის ყალბი ჩანაწერის ექსპერტიზისთვის ხმის ნიმუშის ასაღებად.

ეს აუდიო-ჩანაწერი ბაჩოს ხმის ნიმუშია, რომელიც იქ აუღეს იმ დღეს – წიგნებზე ესაუბრება ექსპერტს.

და რაც მთავარია – სისხლის სამართლის საქმეში დევს ამ ექსპერტიზის პასუხი, რომ ჩანაწერი თავიდან ბოლომდე ყალბია და ს მეშვეობით არის გენერირებული! ამას არ ასაჯაროებს პროკურატურა!

ამიტომ დახურეს სასამართლო პროცესი და ადვოკატებს ხელი მოაწერინეს გაუთქმელობაზე, რომ თქვენ არ გაიგოთ სიმართლე! მაგრამ მე ყველაფერს მოგიყვებით,” – წერს ანი ნადარეიშვილი.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.