ანი ნადარეიშვილი პროკურატურას, ადვოკატთა ასოციაციას და სახალხო დამცველს სთხოვს რეაგირებას იმ ფაქტზე, რომ მას ბაჩო ახალაიას მოსანახულებალდ რუსთავის ციხეში არ უშვებენ.
ნადარეიშვილს, როგორც ადვოკატს აინტერსებს, რატომ არ უშვებენ ბაჩო ახალაიას მოსანახულებლად რუსთავის ციხეში და ამასთან, რა სამართლებრივი სტატუსი აქვს მას.
ამასთან ნადარეიშვილი იმ განცხადების ფოტოებსაც დებს, რომელიც გენპროკურორის სახელზე დაწერა.
ვითხოვ დაუყონებლივ რეაგირებას ჩემს განცხადებაზე
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association
საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia
აქვე ვაფიქსირებ, რომ კონსტიტუცია, კანონი და სამართალი ამ ქვეყანაში არ არსებობს, ხელისუფლება მიტაცებულია რუსული რეჟიმის მიერ, მაგრამ ამ წერილებს რეჟიმის მსახურ ორგანოებს ვწერ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალების ამოწურვის მიზნით, რომელიც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტით,- წერს ნადარეიშვილი.




