ანიტა ჰიპერი – შოკისმომგვრელია ცნობები გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების მონაწილეობის შესახებ – ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის

შოკისმომგვრელია ცნობები „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ – ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი არცერთ დემოკრატიაში არ არის, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარი პრეს-სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ზე წერს.
„საქართველო: შოკისმომგვრელია ცნობები „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსების საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერზე გიორგი გახარიაზე სასტიკ თავდასხმაში მონაწილეობის შესახებ.
არცერთ დემოკრატიაში არ არის ძალადობისა და დაუსჯელობის ადგილი, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ქვეყანაზე, რომელიც ევროკავშირის კანდიდატია”, – წერს ჰიპერი.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…