ანიტა ჰიპერი – „ქართული ოცნება“ რეპრესიულ ზომებს მიმართავს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული

„ქართული ოცნება“ რეპრესიულ მიმართვას ზომებს, რომლებიც აშკარად რუსული პროპაგანდისტული მანქანის მიერ არის შთაგონებული, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას და, რა თქმა უნდა, ის, რაც იქ ხდება, შეუმჩნეველი არ რჩება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, აკვირდება თუ არა ევროკომისია სიტუაციას საქართველოში.
„სწორედ ამიტომ ვმუშაობთ სანქციებზე, ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს ხელისუფლებისკენ ფული არ მიდიოდეს და ვმუშაობთ სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტების და ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, ვინც მშვიდობიანად მოქმედებს უკეთესი მომავლისთვის და არ თმობს იმედებსა და ღირებულებებს, რასაც ევროპა განასახიერებს“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…