ანიტა ჰიპერი – საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და რეალობას შეხედოს, ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს – როცა დარწმუნებული ხარ შენს დემოკრატიაში, ოპონენტების დაპატიმრების საჭიროება არ გაქვს

ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და შეხედოს რეალობას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ევროკომისიის პრესსპიკერს ჰკითხეს, როგორ აფასებს საქართველოს მოქალაქეების ყოველდღიურ დაკავებებს მშვიდობიან დემონსტრაციებთან დაკავშირებით, ასევე, ს დღევანდელ განცხადებას, რომ „მორალურად და პოლიტიკურად ამ დაკავებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოში ევროკავშირის ელჩს და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს“.
„ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებისთვის საუკეთესო იქნება, სარკეში ჩაიხედოს და შეხედოს რეალობას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ამყარებენ ძალიან რეპრესიულ რეჟიმს, რომელიც მშვიდობიანი ხალხის, მედიის, ჟურნალისტების წინააღმდეგაა მიმართული. როცა თქვენ დარწმუნებული ხართ თქვენს დემოკრატიაში, თქვენი ქცევის წესში, არ გრძნობთ საჭიროებას დააპატიმროთ თქვენი ოპონენტები, არ გრძნობთ საჭიროებას დააპატიმროთ უდანაშაულო ადამიანები“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, საზოგადოებასთან დიალოგს დაუბრუნდეს.
„ჩვენ წინააღმდეგი ვართ ძალადობის ყველა ფორმისა. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუბრუნდნენ დიალოგს საკუთარ საზოგადოებასთან და უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ამ ძალადობის შემდგომი ესკალაცია”, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვალერი ჩეჩელაშვილი – ტრამპი პრაქტიკულად ყველაფერს აკეთებს, რომ რუსეთი შეასუსტოს და საკუთარი გავლენები გააძლიეროს – რუსეთი ყველა მხრიდან, „იდეალურ შტორმში“ ხვდება, შესაძლებლობები ეზღუდება და მოკავშირეები ხელიდან ეცლება

ნიკა ჩერქეზიშვილი მზია ამაღლობელის მხარდამჭერ მარშზე – ეს არ არის პარტიული ამბავი, ეს არის ეროვნული ამბავი და ნებისმიერი ადამიანი უნდა შეუერთდეს მას, მიუხედავად თავისი პარტიული კუთვნილებისა