ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემის პირველი ტირაჟი უკვე საქართველოშია

ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემა – „უკანა სახლი (დღიური წერილების სახით) უკვე საქართველოშია და წინასწარი შეკვეთების ფარგლებში წიგნი პირველ მკითხველს უკვე გადაეცა.
გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ გამოსცა ანე ფრანკის ჩანაწერების უნიკალური ვერსია, რომელიც პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის ნათარგმნი და ჩანაწერების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ანეს მამამ, ოტო ფრანკმა ომის დასრულებისა და გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ გოგონას ჩანაწერები წიგნად გამოსცა, თუმცა მან ტექსტი მორალურ-ეთიკური მიზეზებით შეამოკლა. ოტო ფრანკს მიაჩნდა, რომ ზოგიერთი ჩანაწერი, რომელშიც მისი მოზარდი ქალიშვილი საკმაოდ ხისტად ეხებოდა კონკრეტულ ადამიანებს და გულახდილად მსჯელობდა ინტიმურ თემებზე, უხერხული და შეუფერებელი იქნებოდა. შესაბამისად, მკითხველამდე მივიდა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტური მასალა, თუმცა არა სრულყოფილი სახით.
ავთენტური ვერსია ქართულ ენაზე პირველად 2012 წელს გამოიცა, წელს კი „პალიტრა L-მა“ მკითხველს კიდევ ერთი საჩუქარი შესთავაზა და ჩანაწერები ახალი ტირაჟით გამოსცა. წიგნის წინასწარი შეკვეთები გამომცემლობის ვებგვერდზე 15 იანვრიდან დაიწყო და მათ, ვინც აღნიშნული შეთავაზებით ისარგებლეს, ექსკლუზიურად აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ დახურულ ღონისძიებას, რომელზეც მწერლები და ლიტერატურის მოყვარულები განიხილავენ ჩანაწერების მნიშვნელობას, ახალი გამოცემის ისტორიასა და სხვა დეტალებს.
ანე ფრანკის ჩანაწერების ახალი გამოცემა წიგნის მაღაზიებში 19 თებერვლიდან გამოჩნდება და მკითხველს შესაძლებლობა ექნება, კიდევ ერთხელ გადაავლოს თვალი ამ უნიკალურ დოკუმენტურ მასალას.
აღსანიშნავია, რომ ანე ფრანკის დღიური გამოიცა პროექტის ფარგლებში – „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი“ ხარ. აღნიშნული წიგნი სხვადასხვა პლატფორმაზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 30 000-ზე მეტმა მკითხველმა შეარჩია.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ლონდა თოლორაია საგარეო უწყებას მოუწოდებს, გამოაქვეყნოს ინფორმაცია, საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე და რამდენი მათგანი ვერ მოხვდა ცესკო-სთვის გადაცემულ სიაში

საია წინასაარჩევნო კამპანიისას დაფიქსირებულ 9 ინციდენტს, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ ფიზიკურ ძალადობად, სხვისი ნივთის დაზიანებად და კამპანიაში ხელშეშლის შემთხვევებად აფასებს