ანექსირებულ ყირიმში უკრაინელს 14 წლით მიუსაჯეს პატიმრობა

ანექსირებულ ყირიმში ს სასამართლომ უკრაინელს 14 წლით მიუსაჯა პატიმრობა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში, უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. ამის შესახებ რუსეთის მედია იტყობინება, ფედერალურ სამსახურზე დაყრდნობით.
გამოცემა “მედიაზონა” წერს, რომ უწყების მიერ გავრცელებული ინიციალები – მ.ა. სუხაჩოვი – ემთხვევა მიხაილ სუხაჩოვს, რომლის წინააღმდეგაც მსგავსი შინაარსის საქმე განიხილებოდა ჯერ სვერდლოვსკის საოლქო სასამართლოში, შემდეგ კი საქმე ანექსირებულ ყირიმში გაიგზავნა.
გამოძიების ვერსიით, სუხაჩოვი ს გადასცემდა მონაცემებს რუსეთის ქვედანაყოფების საზენიტო-სარაკეტო სამუშაოების შესახებ, ნაწილობრივ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ტერიტორიაზე.
უკრაინაში რუსეთის ძალების სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ ანექსირებულ კრიმში მასობრივად დევნიან ყველას, ვინც ომის წინააღმდეგ გამოდის. 2023 წელს რუსეთში და უკრაინაში მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე სულ მცირე 98 ადამიანი იყო ეჭვმიტანილი სახელმწიფოს ღალატის, ჯაშუშობის და უცხოელებთან თანამშრომლობის დანაშაულებში.
რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის, ს ანექსირება 2014 წლის მარტში განახორციელა. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყირიმის ანექსირება უკანონოდ გამოაცხადეს და რუსეთის ნაბიჯები დაგმეს, დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს დაუწესეს ეკონომიკური სანქციები. კრემლი ნახევარკუნძულის ანექსირებას უარყოფს და ამას უწოდებს “ისტორიული სამართლიანობის აღდგენას”.