ანექსირებულ ყირიმში რუსი სამხედროები კაფეში შეიჭრნენ და სტუმრები სცემეს

ანექსირებულ ყირიმში, სოფელ ჩერნომორსკოეში, მოხალისეთა 81-ე ბრიგადა “დათვების” ჯარისკაცები კაფე „კრეპოსტში“ შეიჭრნენ, ჰაერში სროლა დაიწყეს და სასტიკად სცემეს იქ მყოფი სტუმრები.
„კრიმ რეალიის“ თანახმად, სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ გავრცელდა, ჩანს უნიფორმაში მყოფი ჯარისკაცები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ სამოქალაქო პირებს, სცემენ მათ ხელკეტებით და მათ თავებს ზემოთ ჰაერში ისვრიან. თავდასხმა, როგორც იუწყებიან, 23-24 თებერვლის საღამოს მოხდა.
ყველა დაზარალებულს აღმოუჩინეს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება. ერთ-ერთი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს ცხვირისა და სახის ძვლის მოტეხილობით, კეფის ნაწილზე რბილი ქსოვილების დაზიანებით, დახურული კრანიოცერებრალური ტრავმით და სისხლჩაქცევებით, – განუცხადა დაზარალებულის დედამ “ვაჟნიე ისტორიის”.
რუსული მილიტარისტული ტელეგრამის არხები წერენ, რომ თავდასხმის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე (ეს ოფიციალურად არ იყო ცნობილი) აღიძრა. ზოგიერთი არხი, სამხედროებზე დაყრდნობით, ამტკიცებს, რომ კაფეს სტუმრებზე თავდასხმის წამქეზებლები თავიან სამხედრო ნაწილში „საკმაოდ კარგად დაისაჯნენ“. ამასთან აქვეყნებენ ნაცემი ადამიანებს ფოტოებს, რომლებსაც წამქეზებლებს უწოდებენ. კონტექსტის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამხედროებმა თავიანთი კოლეგები დისციპლინური ღონისძიების სახით სცემეს.
მოხალისეთა 81-ე ბრიგადა “დათვი” 2023 წელს ყირიმში შეიქმნა. როგორც „კრიმ.რეალი“ წერს, „დათვი“ სინამდვილეში შედის კერძო სამხედრო კომპანია „რედუტში“, რომელსაც ს ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებს.
· რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული.
· 2022 წლის სექტემბერში, ში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის კიდევ 4 რეგიონი – ხერსონი, ზაპოროჟიე, ლუგანსკი და დონეცკი, თუმცა სრულად ვერცერთ ამ ოლქს ვერ აკონტროლებს.
· უკრაინა, რომელსაც თავის მიზნად გამოცხადებული აქვს ყველა ტერიტორიის დაბრუნება, რუსეთის ობიექტებს პერიოდულად უტევს ანექსირებულ ყირიმშიც.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ