ანექსირებულ ყირიმში დრონებით შეტევა იყო სანატორიუმ „ფოროსზე“

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ 21 სექტემბერს, ღამით განაცხადა ს ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა, 22 სექტემბერს, დაახლოებით ღამის ორი საათისთვის კი მის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ფოროსის რაიონში დაიღუპა 3 და დაიჭრა 16 ადამიანი.
აქსიონოვის თანახმად, დრონებით დარტყმის შედეგად სანატორიუმ „ფოროსის“ ტერიტორიაზე დაზიანდა რამდენიმე ობიექტი. რა ობიექტებია ეს, ანექსირებული ს ე.წ. მეთაურს არ დაუკონკრეტებია. აქსიონოვის ცნობითვე, დაბაში დაზიანებულია სკოლის შენობაც.
ტელეგრამ-არხმა „კრიმსკი ვეტერ“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სანატორიუმ „ფოროსში“ იმყოფებოდნენ „ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები“. ვინ, წყაროს არ დაუკონკრეტებია. დრონებით შეტევამდე სანატორიუმმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ცნობა, რომ 21 სექტემბერს მისი რესტორანი დაკეტილია სპეცმომსახურების გამო.
ს დაბა ფოროსზე დრონებით შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
რადიო თავისუფლების პროექტ „კრიმ. რეალიის“ ინფორმაციით, დაბა ფოროსსა და ქალაქ იალტას შორის ამჟამად მდებარეობს ოთხი სახელმწიფო აგარაკი, რომლებსაც ს პოლიტიკური ელიტა იყენებს.
რუსული გამოცემის, „პროექტის“ გამოძიების თანახმად, ამ აგარაკებიდან ორს პირადად პუტინი იყენებს.
1991 წლის აგვისტოს პუტჩის დროს საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი ოჯახთან ერთად გადაიყვანეს დაბა ფოროსთან მდებარე სამთავრობო აგარაკზე. ეს აგარაკი 1980-იანი წლების ბოლოს აშენდა და „გორბაჩოვის აგარაკის” სახლით იყო ცნობილი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აგარაკი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადაეცა, ხოლო 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ – ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.
ფორუმი