ანექსირებულ ყირიმში აღმოჩენილია ორი ახალი ადგილი, სადაც ნავთობპროდუქტებია დაღვრილი

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აღმოჩენილია ორი ახალი ადგილი, სადაც ნავთობპროდუქტებია დაღვრილი – იუწყება ს საგანგებო ვითარებათა სამინისტრო.
ქერჩში, ქალაქის სანაპიროს რაიონში “გამოვლენილია მცირედი დაბინძურება” 1,8 კილომეტრის ფართობზე, ტობეჩიკის ტბასთან – 2,1 კილომეტრის ფართობზე.
მანამდე სამინისტრო იუწყებოდა სანაპიროზე მაზუთის დაღვრის ახალ შემთხვევაზე ანაპის რაიონთან.
საერთო ჯამში, სამინისტროს მონაცემებით, მოხერხდა 73 ათას ტონამდე დაბინძურებული ქვიშის და გრუნტის გატანა.
სამაშველო სამსახურმა დაადგინა, რომ ტანკერების, “ვოლგონეფტების” ჩაძირულ ნაწილებში მაზუთის ოთხი კონტეინერია დაზიანებული. სპეციალისტების დათვლით, შავ ზღვაში გაჟონა 2,4 ათასამდე ტონა მაზუთმა. ეს არის მსოფლიოში პირველი ავარია “მძიმე”, М100-ის ტიპის მაზუთით. უწყება ამბობს, რომ ამ ტიპის მაზუთი მყარდება +25℃ ტემპერატურაზე, ხოლო სიმკვრივით ის წყალივითაა ან უფრო მძიმე. სხვა ნავთობპროდუქტებისგან განსხვავებით, М100 წყლის ზედაპირზე არ ტივტივებს, ის ფსკერზე ჩადის ან წყალში დაცურავს.
15 დეკემბერს ათასობით ტონა დაბალი ხარისხის საწვავით დატვირთული ორი ტანკერი, „ვოლგონეფტ 212“ და „ვოლგონეფტ 239“ ჩაიძირა ქერჩის სრუტეში, ანექსირებული ს სანაპიროსთან. დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი, სხვების ევაკუაცია მოხერხდა. ტანკერების ჩაძირვის ძირითად ვერსიებს შორის განიხილება ეკიპაჟის შეცდომა რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც