ანექსირებულ სევასტოპოლში ისევ აფეთქებები იყო

აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან ს მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა 23 ივლისს, გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა და რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფებმა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების „შეტევა მოიგერიეს“.
რაზვოჟაევის წინასწარი მონაცემებით, სევასტოპოლის რაიონ სევერნისთან და ფიოლენტის კონცხთან „განადგურებულია“ 15-ზე მეტი დრონი. ე.წ. გუბერნატორი ირწმუნება, რომ ქალაქში არცერთი ობიექტი არ დაზიანებულა. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
ს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ფიოლენტის კონცხზე დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილი და რადიოელექტრონული ბრძოლის ცენტრი. ამ რაიონზე დრონებით შეტევა იყო 15 ივლისსაც.
კიევს სევასტოპოლზე დღევანდელი იერიშის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. უკრაინის თავდაცვის ძალები ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს ხშირად უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.
ფორუმი