ანექსირებულ სევასტოპოლში აფეთქებები იყო

დღეს, 18 ივლისს დილით, აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან ს მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა აფეთქებების გამომწვევ მიზეზად დაასახელა რუსი სამხედროების მიერ უკრაინული უეკიპაჟო კატერების, ე.წ. საზღვაო დრონების მოგერიება.
სევასტოპოლის აკვატორიაში საზღვაო-სამგზავრო ტრანსპორტის მიმოსვლა შეაჩერეს.
ს ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სევასტოპოლში დისლოცირებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზა და კიდევ არაერთი სამხედრო ობიექტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ 18 ივლისს შავი ზღვის აკვატორიაში გაანადგურეს 10 უეკიპაჟო კატერი, რომლებიც ყირიმის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდნენ. სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყირიმის თავზე განადგურებულია 33 უპილოტო საფრენი აპარატიც. სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის. ს დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალები ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ობიექტებს ხშირად უტევენ უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ