ანექსირებულ სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევა იყო

გამთენიისას აფეთქებები იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან ს მიერაა ანექსირებული. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ მასირებული სარაკეტო შეტევის გამო საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.
მოგვიანებით რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა ცნობა, რომ რუსმა სამხედროებმა „უკრნაცისტების შეტევა მოიგერიეს” და რამდენიმე რაკეტა ჩამოაგდეს შავი ზღვის აკვატორიის თავზე და ბელბეკის სამხედრო აეროდრომის რაიონში. რაზვოჟაევის თანახმად, ერთ-ერთი რაკეტის ნამსხვრევები ჩამოცვივდა საცხოვრებელ რაიონში, სადაც, ე.წ. გუბერნატორის მტკიცებით, არავინ დაშავებულა.
რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში საავტომობილო ტრანსპორტისთვის დაკეტილი იყო ს ხიდი. მიზეზი დასახელებული არ ყოფილა, თუმცა, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევას.
დამოუკიდებელი წყაროებით ეს ცნობები გადაუმოწმებელია. ს სევასტოპოლზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით და რაკეტებით პერიოდულად უტევენ ანექსირებულ ყირიმსა და სევასტოპოლში მდებარე რუსულ სამხედრო ობიექტებს. მათ შორის ბელბეკის აეროდრომს, სადაც დისლოცირებულია რუსეთის 38-ე საავიაციო პოლკი. 2023 წლის სექტემბერში სარაკეტო დარტყმა იყო სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზეც.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ