ანექსირებული ყირიმიდან ათეულობით აფეთქების შესახებ იუწყებიან

ს მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებები იყო. ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ ტელეგრამ-არხებით გავრცელებული ცნობებით, გასული ღამის განმავლობაში, ქალაქ ქერჩის მახლობლად სულ მცირე 30 აფეთქება მოხდა. აფეთქებები იყო ფეოდოსიასა და სიმფეროპოლშიც.
ე.წ. ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდთან მდებარე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. 04:25 საათისთვის ყირიმის დე ფაქტო ადმინისტრაციამ ტელეგრამ-არხებით გაავრცელა ცნობა, რომ ხიდზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლა დროებით შეწყდა.
ს თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით აზოვის ზღვის აკვატორიის და ყირიმის თავზე „გაანადგურეს” 22 უპილოტო საფრენი აპარატი, კიდევ 13 კი, „გზად დაიჭირეს“. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ისევ იყენებს სტანდარტულ ფორმულირებას, რომ „აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა“.
ს ყირიმზე დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. ამ ეტაპზე არ გავრცელებულა ცნობები აფეთქებებით გამოწვეულ შედეგებზე.
ს კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – ახალაიას დაკავება ემსახურება სისტემური კორუფციის გადაფარვას – ვითხოვდით ლილუაშვილის დაკავებას, „ქოლ-ცენტრებზე“ რეაგირებას, ვიძახებდით პოლიციას, რატომ არ მოდიოდა პოლიცია? – სად არის, რატომ არ არის დაკავებული გომელაური?

გიორგი სიორიძე – ცდილობენ, წარმოაჩინონ, რომ სუპერმარკეტების მფლობელები და დისტრიბუტორები არიან დამნაშავე მაღალ ფასებში – სიძვირეზე პირველ რიგში პასუხისმგებელია „ქართული ოცნება”, სახელმწიფოს შეუძლია დღგ შეამციროს