ანექსირებული სევასტოპოლიდან უპილოტო აპარატებით შეტევის შესახებ იუწყებიან

31 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ რამდენჯერმე მოხდა აფეთქება ს მიერ ანექსირებულ სევასტოპოლსა და შავი ზღვის აკვატორიაში.
მოსკოვის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევი ირწმუნება, რომ აფეთქებები გამოიწვია ს საჰაერო თავდაცვის მიერ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების და უეკიპაჟო კატერების „მოგერიებამ”.
რაზვოჟაევი ტელეგრამ-არხით იუწყება, რომ „ყველა სამსახური საბრძოლო მზადყოფნის მდგომარეობაში მოიყვანეს“.
აფეთქებებს ადასტურებენ სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები. ს სევასტოპოლზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
უკრაინის ს ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ სევასტოპოლში განთავსებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა. რუსეთს ანექსირებული აქვს 2014 წლიდან.
2022 წლის თებერვლიდან, ში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სევასტოპოლზე დრონებით და რაკეტებით არაერთი შეტევა მიიტანეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 31 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 68 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი, მათგან 25 ბრიანსკის ოლქში, 17 – ყირიმის თავზე, 11 – კრასნოდარის მხარეში, 10 – სმოლენსკის ოლქში, 2 – ტვერის ოლქში, 1 – როსტოვში და ამდენივე – კურსკის და კალუგის ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს ამბობს.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ