ანდრო ჭიჭინაძის დედა აქციაზე: დღეს მე მეშინია დილით გაღვიძების, თუ რა ამბავი დამხვდება მზია ამაღლობელზე

ანდრო ჭიჭინაძის დედა აქციაზე – „დღეს მე მეშინია დილით გაღვიძების, თუ რა ამბავი დამხვდება მზია ამაღლობელზე, რომელიც შიმშილობს ციხეში.
ეს არის ძალიან საშიში, სად ხართ ექიმები?”
დამოუკიდებელი მედიის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 18 დღეა შიმშილობს. ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს დააკავეს. დაკავების დროიდან ის მხოლოდ წყალს იღებს.
მზია ამაღლობელს ს პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლ ფაშინიანი – ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სტრატეგიას, რომ არსებული რთული გეოპოლიტიკური ფონის მიუხედავად, აქცენტი გაკეთდეს მნიშვნელოვან საკითხებზე – სომხეთს და საქართველოს აქვთ აქტიური როლი რეგიონული განვითარების მიმართულებით