ანდრო ჭიჭინაძე – მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიებიდან ბევრს ლაპარაკობენ, ამ საქციელს იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ჰქვია

თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, კერძოდ მოსამართლის წინაშე მოწმეები გამოიკითხებიან.
სასამართლო პროცესს ბრალდებულ რევაზ კიკნაძის გარდა, ყველა ბრალდებული ესწრება.
სხდომის დაწყებამდე ბრალდებულებმა მიმართვაც გაავრცელეს.
„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ტელევიზიებიდან ბევრს ლაპარაკობენ, ამ საქციელს იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა ჰქვია, კაცურად არ ვიტყვი რა ჰქვია. მოვუწოდებ ყველად ენას კბილი დააჭიროს”,- განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.
ონისე ცხადაძემ კი ბოდბელ მთავარეპისკოპოსს იაკობს მიმართა და მისი სამი გზავნილი გააცნო.
„მინდა მივმართო მეუფე იაკობს, რომელთან მიმართაც 3 გზავნილი მაქვს. პირველი – ჯერ ეკლესია და პოლიტიკა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ. მეორე – მამაო ჩვენო მიუტეე რამეთუ არ იცის რას ლაპარობს და მესამე – ჩემი საყვარელი ფილმია ლონდრე”,- განაცხადა ონისე ცხადაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ