ანდრო ჭიჭინაძე: იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა რომ ვერ ხედავს

TV პირველი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილს ავრცელებს.
„სოლიდარობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული და ევროპული გამოხატულებაა, რომელიც ძალის და ენერგიის მომტანია. ევროპა, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ, სწორედ ქრისტიანული კულტურის ცენტრია. ერთი და იგივე ფასეულობებზე დგას ეს ყველაფერი და ეს პროპაგანდით ვერ შეიცვლება.
დღეს რაც ქვეყანაში ხდება წინა ხელისუფლების სისტემური მემკვიდრეობაა და იმ ხალხის გამკვირვებია 7 ნოემბერს რომ აპროტესტებდა ქუჩაში ცემას და ხალხის ძვლებში დალეწვას და ახლა რომ ვერ ხედავს. მაშინაც იღებდა ხმას ღირსეული ხალხი, დღესაც იღებს და ხვალაც ამოიღებს. ადამიანის უფლებების დარღვევაში ხმის ამოღებას „პერიოდი“ არ სჭირდება. სახელის დარქმევა ფაქტებზე ყველაფრისთვის კარგია პიროვნულადაც, პოლიტიკაშიც და ზოგადად ყველაფერში“, – წერს ანდრო ჭიჭინაძე წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)