ანდრო ჭიჭინაძე გამარჯვებულია

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული კინოსა და თეატრის მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე გამარჯვებულია. ხელოვანი Forbes საქართველოს პროექტის „30 under 30″-ის გამარჯვებულთა შორისაა.
ხელოვნებისა და სტილის კატეგორიის გამარჯვებულები არიან: ანდრო ჭიჭინაძე – მსახიობი; თამთა ჯაფარაშვილი – გამომცემლობა „პალიტრა L-ის“, გამომცემელი; დათა ჩაჩუა – მსახიობი; დავით ხრიკული – პიანისტი; სალომე ჟორ – პიანისტი; ეკატერინე ბუაჩიძე – მეცო-სოპრანო.
Forbes საქართველოს განცხადებით, გამარჯვებულები სხვადასხვა მიმართულებით ავითარებენ თანამედროვე ხელოვნებასა და სტილს.
ლიკა გუნცაძე, ანდრო ჭიჭინაძის დედა:
“მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა და მერიდება კიდეც ასეთ დროს წარმატებაზე ლაპარაკი ,მაგრამ არ შემიძლია არ გითხრათ მადლობა ანდროს წარმატების გაზიარებისთვის! ვგრძნობ, როგორ გიხარიათ და მეც და ანდროსაც ეს სოლიდარობა უზომიდ გვაძლიერებს! მადლობა ყველას, ვისაც გაგეხარდათ და გვერდში გვიდგახართ. თავისუფლება ჩვენს ქვეყანას! თავისუფლება ყველა რეჟიმის ტყვეს! გამარჯვებამდე და ბოლომდე!”
თორნიკე მიგინეიშვილი, ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი:
“დააა გამარჯვებულიააა ანდროო ჭიჭინაძეე!
ვესწრებით Forbes-ის ყოველწლიურ დაჯილდოვებას, “30 UNDER 30″, რომელიც აჯილდოვებს ყველაზე ნიჭიერ, ლიდერ ახალგარდებს.
ნომინაციაში ხელოვნება და სტილი გამარჯვებულია ანდრო ჭიჭინაძე .
კიდევ ერთი წარმატება თავისუფლება შეზღუდული სინდისის პატიმრისგან.”