ანდრო ჭიჭინაძე: არასდროს ბოდიშის მოხდა არ ყოფილა ჩემთვის პრობლემა. ახლა შემიძლია მე იმ ადამიანებს მოვუხადო ბოდიში, რომელთა მიმართაც გუშინ მე მქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება, ეს 3 ადვოკატი, რომლებიც დღეს არიან ჩვენთან ერთად

“სანამ გავიგებდი ამ კანონზე, თქვენთან მქონდა შემოთავაზება, რომ იმის მიუხედავად, რომ სასამართლოები ღია არის და ყველას აქვს საშუალება, რომ დაესწრონ და ამავდროულად ტელევიზიებიც იღებენ, კიდევ უფრო ღია რომ იყოს, მქონდა შემოთავაზება, რომ თუ სასამართლო დაუშვებს იმას, რომ სადაც შესაძლებელი იქნება, მესმის რომ მოწმეებთან შეიძლება არ იყოს შესაძლებელი და სხვა რაღაც გამოკვლევების დროს შესაძლებელი იქნება. ამ კანონის პირობებში როგორც ვიცი მაინც შესაძლებელი იქნება, რომ ლაივ რეჟიმში გავუშვათ სასამართლოები, რომ კიდევ უფრო ღია იყოს და კიდევ უფრო კარგად გაიგოს საზოგადოებამ, რა არის და როგორაა რეალურად. იდეალური იქნებოდა თუ რომელიმე სამთავრობო მედიის სოციალურ ქსელში იქნებოდა განთავსებული ეს ლაივსტრიმი.
სამთავრობო მედიებში ბუნებრივია, ძალიან ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება. თუ რამე კითხვა არსებობს და თუ რამე კითხვა აქვთ, ერთ მხარეს რომ უსმენენ მარტო, სახელებს და გვარებს არ ჩამოვთვლი, არ არის საინტერესო, მიიწვიონ ჩვენი ადვოკატები თავისივე გადაცემებში და მგონია, რომ ძალიან ნათელი გახდება, რა არის და როგორ.
ერთადერთი ვიცი, რომ ჩემი მხრიდან არცერთი ადამიანი არ დაზიანებულა, არცერთი შენობა არ დაზიანებულა და პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც გამიკეთებია და მითქვამს, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მე რომ რაღაცა შეცდომა დამეშვა ოდესმე და დამიშვია უამრავი შეცდომა ცხოვრების განმავლობაში, არასდროს ბოდიშის მოხდა არ ყოფილა ჩემთვის პრობლემა. ახლა შემიძლია მე იმ ადამიანებს მოვუხადო ბოდიში, რომელთა მიმართაც გუშინ მე მქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება, ეს 3 ადვოკატი, რომლებიც დღეს არიან ჩვენთან ერთად, მე რატომღაც თავიდანვე ვიყავი ძალიან უარყოფითად განწყობილი ამ ადამიანების მიმართ და არაერთ ადამიანს გავუზიარე ჩემი სკეპტიციზმი და უარყოფითი დამოკიდებულება და მინდა ბოდიში მოვუხადო და მადლობა გადავუხადო მათ, იმიტომ რომ მართლაც ღირსეული და კარგი ადამიანები არიან” – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ საზოგადოებრივ ადვოკატებზე