ანდრო ჭიჭინაძე: ამ საქციელს ჰქვია იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და კაცურად არ ვიტყვი რა ჰქვია

თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებზე დაკავებული 11 პირის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც მედია ისევ ვერ იღებს. “რადიო თავისუფლების” ცნობით, პროცესზე მოკლე განცხადება გააკეთა ანდრო ჭიჭინაძემ:
 “ტელევიზიით ძაან ბევრს ლაპარაკობენ ვიღაცები. ამ საქციელს ჰქვია იურიდიულ ენაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და კაცურად არ ვიტყვი რა ჰქვია, მოვუწოდებ ყველას, ენას კბილი დააჭიროს” – თქვა ჭიჭინაძემ.
ონისე ცხადაძემ დააზუსტა ვისზეა საუბარი: „მეუფე იაკობის მოვუსმინეთ“, – თქვა მან და რამდენიმე გზავნილი გადასცა, მათ შორის:
„ამბიონი და პოლიტიკა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან.”
„მამაო ჩვენო მიუტევე, რამეთუ არ იცის, რას ლაპარაკობს”
„ჩემი საყვარელი ფილმია ლონდრე”
და კიდევ, ვანიკო მომიკითხეთ თარხნიშვილი”, – ამბობს ონისე ცხადაძე.
მეუფე იაკობმა გუშინ ქადაგებისას თქვა: “ამდენი ახალგაზრდა არის ახლა დღეს ციხეში. ვისი ბრალია. ჩემი ბრალია? მე მოვუწოდე გამოდით და რამე გააკეთეთ? რომ მინდოდეს დაცვა იმათი, ხო, ხომ უნდა მომცე საბაბი, მიზეზი, რომ მივიდე და ხელისუფლებას ვუთხრა, რომ გამოუშვით რა… გამოუშვებ, იგივეს აკეთებენ”

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ