ანდრო გოცირიძე – შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში ჩამოშლილია და ორიენტირებულია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის დაცვაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
– ბატონო ანდრო, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში მიმდინარე პროცესები რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ზოგ შემთხვევაში ანარეკლი, ზოგ შემთხვევაში გაგრძელებაა, სამწუხაროდ, ცხადადაც კი ჩანს.
ამ თვალსაზრით ამის კარგი მაგალითია ის, რაც ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური ზენიტში ყოფნისას ჩორჩანაში საგუშაგოს აგებას უკავშირდება. ვიდრე გახარია ოპოზიციაში არ იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აცხადებდა, რომ ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმით ქვეყანამ, რუსებ-ოსებისგან საოკუპაციოდ მომზადებული ტერიტორიის გადარჩენა შეძლო.
ახლა კი ვხედავთ რომ ხელისუფლება ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმაში ექს-პრემიერ გახარიას ადანაშაულებს და ისეთი პირი უჩანს, მას ამის გამოც ბრალდებას წაუყენებრნ. ეგ კი არა, ახლა „ქართული ოცნება“ ამტკიცებს რომ მათ გახარიას გაპრემიერება დიფ სთეითმა აიძულა.
იმ დროს, როცა ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმა წყდებოდა პრაქტიკუალდ ყველა ძალოვანმა, საპარლამენტო კომისიაზე – სუსის უფროსმა, თავდავცის მინისტრმა, დაზვერვის უფროსმა თქვა რომ ჩორჩანის თემაზე მათ ინფორმაცია მედიიდან შეიტყვეს.
ჩორჩანას ეპიზოდმა ნათლად დაგვანახა ერთი მხრივ უსაფრთხოების, ხოლო მეორე მხრი თავდაცვის სისტემებში არსებული პრობლემები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდაცვის უწყებაში კორუფციაც ყოფილა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, გკითხავთ – რა გვიჩვენა ჩორჩანაში საგუშაგოს გაჩენასთან დაკავშირებით განვითარებულმა პროცესებმა?
მასზე წლების შემდეგ რეაგირებამ და ასევე 20 ივნისის მოვლენებზე ახლახან თავად გამოძიების დაწყების ფაქტმა?
– საქართველოს ხელისუფლება დიდ დროს უთმობს სუვერენიტეტის შენარჩუნების რიტორიკას, რაც საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის მართლაც მნიშვნელოვანი საკითხია.
მსოფლიოსა თუ რეგიონში განვითარებული პროცესები უსაფრთხოების რისკებს მართლაც ზრდის, ზოგიერთი მათგანი კი მართლაც სერიოზული საფრთხეა სუვერენიტეტისადმი. სწორედ ამ რისკების და საფრთხეების შეფასება-პრევენცია, მათზე რეაგირება არის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, შესაბამისი ღონისძიებების ეფქტურობა კი მნიშვნელოვნადაა დაკავშირებული არსებულ უსაფრთხოების სისტემაზე.
რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ? როგორ განვითარდა საქართველოს უსაფრთხოების სისტემა „ქართული ოცნების“ მმართველობისას? არსებული უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობა განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე, მხოლოდ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით.
მოგეხსენებათ, ს მიერ ოკუპირებული ტერიტორიები ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საფრთხის წყაროა. ამ ტერიტორიებზე განთავსებული საოკუპაციო ჯარი, მისი გადაადგილება, მის სიახლოვეს და მისი მონაწილეობით მიმდინარე ყველა პროცესი უსაფრთხოების სამსახურების განკაუთრებული მონიტორინგის ობიექტია და იქ არსებული ვითარება ყოველდღიურად განიხილება ქვეყნის უმაღლეს ინსტანციებში, ხოლო რუსეთთან კონფლიქტის პრევენცია ხელისუფლების მიერ უმაღლეს პრიორიტეტადაა მიჩნეული.
სწორედ ამით ამართლებს მმართველი პარტია მის ყველა არაპოპულარულ მოქმედებას რუსი ოფიცერი-სპორტსმენების სტუმრობით დაწყებული, სთან ურთიერთობის გაფუჭებით და „დიპსტეიტზე“ საუბრით დასრულებული.
წარმოიდგინეთ, რომ სწორედ ამ მიმართულებაზე მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გარე ძალების დავალებით, რომელსაც ხელისუფლება „დიპსტეიტს“ უწოდებს, თვითნებურად ჩაატარა სპეციალური ღონისძიება სამშენებლო ტექნიკის, პოლიციის გაძლიერებული კონტიგენტის ტექნიკით, რომლის დროსაც გაიკაფა ტყის გზა, მოხდა საგუშაგოს აღმართვა, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მისი დაკომპლექტება ცოცხალი ძალით, მომარაგების ხაზების გამართვა, რამაც მოძრაობაში მოიყვანა საოკუპაციო ჯარები, გაზარდა სამხედრო დაპირისპირების რისკი, დავკარგეთ მილიონი კვადრატული მეტრი ტერიტორია.
აი, ამ მოვლენების შესახებ არც ოფიციალური და არც ფარული არხებით არაფერი იცოდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების და საგარეო დაზვერვის სამსახურებმა, ფინანსთა მინისტრმა, შესაბამისად, არ იყო ინფორმირებული პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრმა მედიიდან, ხოლო გენერალური შტაბის უფროსმა – თანამშრომლებისგან მეორე დღეს მიიღეს ინფორმაცია, ანუ მაშინ, როდესაც რუსული აგრესიის აქტიური ფაზა შესაძლოა უკვე განახლებული ყოფილიყო.
შესაბამისად, მოსალოდნელ აგრესიას თავდაცვის ძალები, სავარაუდოდ, მოუმზადებელნი დახვდნენ. კი მაგრამ, ამდენ ოპერატიულ სამსახურს ერთი წყარო მაინც არ აღმოაჩნდა რეგიონში, რომელიც ინფორმაციას გადმოსცემდა ცენტრს, საოკუპაციო ზონაში რაღაც გადაადგილება შეინიშნებაო? ან ასე როგორ მოხდა, რომ გარე ძალების ამგვარი გავლენა შინაგან საქმეთა მინისტრზე ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შეუმჩნეველი დარჩათ?
ამდენ ოპერატიულ სამსახურს ერთი წყარო მაინც არ აღმოაჩნდა რეგიონში, რომელიც ინფორმაციას გადმოსცემდა ცენტრს, საოკუპაციო ზონაში რაღაც გადაადგილება შეინიშნებაო? ან ასე როგორ მოხდა, რომ გარე ძალების ამგვარი გავლენა შინაგან საქმეთა მინისტრზე ჩვენს სპეციალურ სამსახურებს შეუმჩნეველი დარჩათ?
ოპერატიულ სამსახურებს არ გააჩნდათ ინფორმაცია მათი უშუალო მოქმედების ზონაში მნიშვნელოვნად გაზრდილი რისკების შესახებ, არ იმუშავა უწყებათაშორისი კოორდინაციის არსებულმა მოდელმა, მოშლილი აღმოჩნდა უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატის შემოწმების მექანიზმი.
უფრო მეტიც, ისევ ოფიციალური ვერსიით, ამ „ინციდენტის“ მერეც კი არაფერი შეცვლილა: შს მინისტრი, რომლის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ტერიტორიები დაიკარგა, პრემიერ-მინისტრად დაწინაურდა.
პოლიტიკურ კონტექსტში აქ ყველაზე სავალალო ამომრჩეველთან დამოკიდებულებაა. საარჩევნო ინტერესის გამო, ამომრჩევლისთვის ეს მოვლენები პარტიისთვის მომგებიან ჭრილში იქნა მიწოდებული სწორედ იმ პირების მხრიდან, ვინც ახლა საპირისპიროს ამტკიცებს და ფაქტები მხოლოდ მაშინ იქნა გაჟღერებული, როდესაც გახარია მმართველ პარტიას დაუპირისპირდა. „დამნაშავე“ მინისტრი ჯერ საარჩევნო კამპანიის ლიდერად მოგვევლინა, შემდგომ პრემიერად და მასვე ჩაბარდა 21-ე საუკუნის უდიდესი კრიზისის, ახალი კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლის მართვა.
პოლიტიკურ კონტექსტში აქ ყველაზე სავალალო ამომრჩეველთან დამოკიდებულებაა. საარჩევნო ინტერესის გამო, ამომრჩევლისთვის ეს მოვლენები პარტიისთვის მომგებიან ჭრილში იქნა მიწოდებული სწორედ იმ პირების მხრიდან, ვინც ახლა საპირისპიროს ამტკიცებს და ფაქტები მხოლოდ მაშინ იქნა გაჟღერებული, როდესაც გახარია მმართველ პარტიას დაუპირისპირდა. „დამნაშავე“ მინისტრი ჯერ საარჩევნო კამპანიის ლიდერად მოგვევლინა, შემდგომ პრემიერად და მასვე ჩაბარდა 21-ე საუკუნის უდიდესი კრიზისის, ახალი კორონავირუსის შედეგებთან ბრძოლის მართვა
ბუნებრივია, მსმენელს შეიძლება არ სჯეროდეს ოფიციალური ვერსის, მაგრამ მაშინ რა გამოდის? ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ოფიცრები ორგანიზებულად იძლეოდნენ ცრუ ჩვენებას პროკურატურაში?
უსაფრთხოების სისტემის ჩამოშლის შესახებ ჩორჩანას ინციდენტიდან გამოტანილ დასკვნას სხვა ეპიზოდებიც ამყარებს. ერთ შემთხვევაში, პროკურატურის მტკიცებით, თავდაცვის მინისტრის ცოლის ძმა გარემოცვაში ამტკიცებდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ნებისმიერ ტენდერს მოიგებდა, რაც პრაქტიკულად კიდევაც განახორციელა შესყიდვების დეპარტამენტის უფროსთან გარიგებაში შესვლით.
არსებობს საპარლამენტო ნდობის ჯგუფი, საბიუჯეტო სახსრების კონტროლის მრავალი სხვა მექანიზმი. როგორ მოხდა, რომ ეს მასმედიით არაერთხელ გაჟღერებული და საყოველთაოდ ცნობილი საქმე სისხლისსამართლებრივი დევნის საგანი მხოლოდ 5-6 წლის მერე გახდა და ისიც მაშინ, როდესაც ეს პარტიული ჯგუფის პოლიტიკურმა ინტერესებმა მოითხოვა?
სამინისტრომ მისგან სპეციალურად გაზრდილ ფასად შეისყიდა სამედიცინო ინვენტარი და მხოლოდ ამ ეპიზოდში სახელმწიფომ მილიონობით ლარის ზარალი ნახა. თავდაცვის ძალების აღმშენებლობა, ზოგადად იქ მიმდინარე პროცესები სახელმწიფო უსაფრთხოების პრიორიტეტია, თუმცა, აქაც მიმდინარე კორუფციული პროცესები, როგორც აღმოჩნდა, უსაფრთხოების სისტემას, ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ უწყებებს ყურადღების მიღმა დარჩა.
ეს მაშინ, როდესაც მხოლოდ თავდაცვის სისტემას მინიმუმ სამი ოპერატიული სამსახური ჰყავს და გარე უსაფრთხოების სამსახურების განსაკუთრებული მონიტორინგის ობიექტია.
ამას გარდა, არსებობს საპარლამენტო ნდობის ჯგუფი, საბიუჯეტო სახსრების კონტროლის მრავალი სხვა მექანიზმი. როგორ მოხდა, რომ ეს მასმედიით არაერთხელ გაჟღერებული და საყოველთაოდ ცნობილი საქმე სისხლისსამართლებრივი დევნის საგანი მხოლოდ 5-6 წლის მერე გახდა და ისიც მაშინ, როდესაც ეს პარტიული ჯგუფის პოლიტიკურმა ინტერესებმა მოითხოვა?
ბუნებრივია, მსმენელს შეიძლება არ სჯეროდეს ოფიციალური ვერსის, მაგრამ მაშინ რა გამოდის? ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, უმაღლესი სამხედრო წოდების მქონე ოფიცრები ორგანიზებულად იძლეოდნენ ცრუ ჩვენებას პროკურატურაში?
იყო მესამე ეპიზოდიც, რომელზედაც ყურადღების გამახვილება საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, რთულია, თუმცა დასაშვებ ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ თურმე, მმართველი პარტია ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არალეგალურ თანხებს უხდიდა ოპოზიციის წევრებს მათივე მიწოდებული კომპრომატების გამოსაქვეყნებლად (მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპრომატები საბოლოო ჯამში დიდწილად სიმართლე აღმოჩნდა).
ამასობაში, როდესაც საქმე პროტესტანტების ან სხვაგვარად მოაზროვნე საჯარო მოხელეების არათუ აქტიურ პროტესტს, არამედ სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხება, სისტემა პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა მხარდაჭერით და ორკესტრირებულად, მყისიერად ახდენს ტექნიკური საშუალებებით ან ფარული ფორმებით და მეთოდებით „საფრთხის“ იდენტიფიცირებას, „დამნაშავის“ დადგენას, დაკავებას და დასჯას მეტად საკამათო და თვალშისაცემად ბრუტლური მეთოდებით.
ამ მომცემულობით, შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს, რომ უსაფრთხოების სისტემა ქვეყანაში ჩამოშლილია და ორიენტირებულია მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური ჯგუფის ინტერესის დაცვაზე.
– ჩორჩანის თემაზე ჩვენში განვითარებულმა პროცსებმა, ასევე ისევ ექს-პრემიერ გახარიას წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ 20 ივნისის, ანუ „გავრილოვის ღამესთან“ დაკავშირებით რომ ინტერესით ადევნებენ თვალს ცხინვალში და მოსკოვში, ვხედავთ.
ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს რა შედეგით დასრულდება ჩორჩანის საგუშაგოსთან და ასევე 20 ივნისის, ანუ „გავრილოვის ღამის“ გამოძიება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას უნდა მაქსიმალურად მიაყენოს რეპუტაციული ზიანი ოპოზიციაში გადასული ექს-პრემიერი გახარიას.
თუ ამ თემებზე გამოძიებები და საქმეები ისე დასრულდა, როგორც სახელისუფლებო პროპაგანდა გვარწმუნებს, მხედველობაში მაქვს ის, რომ ორივე შემთხვევაში გახარია დიფ სთეითის დავალებას ასრულებდა, გახარიასთვის წაყენებული ბრალდებები რა ტიპის გზავნილი იქნება ცხინვალისთვის და მოსკოვისთვის?
– მმართველი პარტიისთვის მომგებიანია მისი ყველა ჩავარდნის მითიურ „ბოროტ წარმონაქმებზე“ გადაბრალება, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს მეტად დამაზიანებელია. რუსეთის აგრესიული მოქმედებები საქართველოს და სხვა მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ სწორედ იმ იდეოლოგიურ საფუძველს ეყრდნობა, რომ „დასავლეთი აგენტურული მთავრობების ხელით აწარმოებს პროქსი-ომს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი კი მხოლოდ თავს იცავს“.
საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები, განსაკუთრებით საგამოძიებო კომისიის მიმართულებით, სრულად ემსახურება ამ ჰიპოთეზის დამტკიცებას. რუსეთისთვის ეს უაღრესად მომგებიანია, რადგან ის ამის დამტკიცებას ათწლეულებია ცდილობს, ხოლო თუ ოკუპირებული ქვეყანა თავად აღიარებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აქტივობები, პროვოკაციები დასავლეთის გავლენით საქართველოს წამოუწყია, დასავლეთს წაუხალისებია ქსენოფობია საქართველოში, მაშინ მისი აგრესია მხოლოდ თავდაცვითი რეაქცია ყოფილა, ე.წ. „იძულება მშვიდობისაკენ“ კი სრულიად ლეგიტიმური აქტი.
თუ ოკუპირებული ქვეყანა თავად აღიარებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აქტივობები, პროვოკაციები დასავლეთის გავლენით საქართველოს წამოუწყია, დასავლეთს წაუხალისებია ქსენოფობია საქართველოში, მაშინ მისი აგრესია მხოლოდ თავდაცვითი რეაქცია ყოფილა, ე.წ. „იძულება მშვიდობისაკენ“ კი სრულიად ლეგიტიმური აქტი
ამ პარადიგმის დამკვიდრება რუსეთს საქართველოში ნებისმიერი სახის მოქმედებებისთვის გაუხსნის ხელს. სწორედ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც მმართველი პარტიის ინტერესი აღარ ემთხვევა სახელმწიფო ინტერესებს და ზოგ შემთხვევაში, მისი სუვერენიტეტისთვის საფრთხოს შემცველიც კია.
– ევროპაში წასულმა გახარიამ განცხადება – „ვიქნები იქ, სადაც უფრო ეფექტური ვიქნები“. ამ განცხადების შემდეგ ბევრმა არ გამორიცხა რომ დიდი ალბათობით ექსპრემიერი საქართველოში ახლო მომავალში არ ჩამოვიდეს.
თუ გახარის ის ბრალდებები წაუყენეს, რასაც სახელისუფებლებო პროპაგანდა ამბობს, სულაც არაა გამორიცხული პარტია „საქართველოსთვის“ ევროპაში დარჩენა არჩიოს.
თუ სასამართლომ გახარიას თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ქვეყნის სუსმა შეიძლება ოპერაციის ჩატარება მოინდომოს მის ჩამოსაყვანად, მაგრამ, ევროპა საუდის ემირატები არაა, საიდანაც მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის ჩამოყვანა.
რამდენად დიდია იმის ალბათობა რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროპელი პარტნიორებისგან გახარიას ექსტრადიცია მოითხოვოს?
– ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ საქართველოს ხელისუფლების ტაქტიკური მიზანი დასავლეთთან მაქსიმალური კონფრონტაციაა, ამის გასამართლებლად კი მას დასავლეთის დისკრედიტაცია სჭირდება.
სწორედ ამას ემსახურებოდა თავდაპირველად „რუსული კანონის“ შემოტანა, თავდასხმები დიპლომატებზე, ანტიდასავლური შინაარსის გადაცემები კონტროლირებად არხებზე.
დასავლეთთან კონფრონტაცია, მისი დემონიზება საჭიროა იმდენად, რამდენადაც არ უნდა იქნას გათვალსწინებული მათი აზრი კორუფციაზე, საარჩევნო გარემოზე, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, ჩრდილოვან ბიზნესებზე, ყველა იმ ფაქტორზე, რაც მმართველ პარტიას ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნას უზრუნველყოფს.
აქ მმართველი პარტიის შიდაპოლიტიკური ინტერესი სრულ თანხვედრაშია რუსეთის საგარეო ინტერესებთან: მაქსიმალურად დააშოროს საქართველო დასავლური ინტეგრაციის გზას და დატოვოს ის საერთაშორისო პარტნიორების გარეშე.
მმართველი პარტიის შიდაპოლიტიკური ინტერესი სრულ თანხვედრაშია რუსეთის საგარეო ინტერესებთან: მაქსიმალურად დააშოროს საქართველო დასავლური ინტეგრაციის გზას და დატოვოს ის საერთაშორისო პარტნიორების გარეშე
ახლაც, ამ მიზნის მისაღწევად მმართველმა პარტიამ ნებისმიერი ნაბიჯი შეიძლება გადადგას, სპეცოპერაციით დაწყებული (ბუნებრივია, ამის ალბათობა დაბალია), ექსტრადიციის მოთხოვნით და სავარაუდო უარის შემთხვევაში, სათანადო პროპაგანდით დასრულებული.
ფაქტი ერთია, დასავლეთთან უკიდურესად დაბალ ნიშნულზე დაყვანილი, შეიძლება ითქვას, უკვე არამეგობრული ურთიერთობები სახელმწიფოსთვის მომაკვდინებელი საფრთხეა და რაც არ უნდა ვაბრალოთ „დიპსტეიტს“, ეს მოცემულობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
– ცოტა ხნის წინ საქართველოში ნატოს სამხერდო სასწავლო სწავლებები გაიმართა, რომელშიც ამერიკელებმა და ნატოს სხვა წევრმა ქვეყნებმა მიიღეს მონაწილეობა.
არადა, მანამდე ვიცოდით, რომ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა შეჩერებული იყო, ხოლო რაც შეეხება საქართველო-ნატოს თანამშრომლობას, იგი მანამდეც შეჩერებული იყო ნაწილობრივ ნატოელების, ნაწილობრივ ჩვენი მხრიდან პასიურობის გამო.
ვითარებაში, როცა საქართველოს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები საქართველოზე საუბრობენ, როგორც ქვეყანაზე, რომელსაც შეცვლილი აქვს საგარეო კურსი, გაფუჭებული აქვს ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთანაც, ცოტა ხნის წინ ნატოს ეგიდით სამხედრო სწავლებების ჩატარება, აშკარად ამოვარდნილი იყო ზოგადი სურათიდან.
უცნაური იყო ისიც, რომ ეს სამხედრო სწავლება თუნდაც პიარისთვის არ გამოუყენებია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
„ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში თქვენ გაქვთ ნათქვამი – „ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს“.
დასავლეთთან უკიდურესად კონფრონტაციული პოლიტიკის ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით ნატოს ეგიდით საქართველოში ჩატარებულ სამხედრო სწავლობებს?
– სამხედრო წვრთნების განახლება მოწმობს, რომ დასავლეთისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება რომელიმე ერთ პარტიასთან არსებულ ცუდ ურთიერთობებზე მაღლა დგას. ამასთან, ხაზგასმულია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა მსოფლიოში შექმნილი ახალი რეალიების პირობებშიც.
სამხედრო წვრთნების განახლება მოწმობს, რომ დასავლეთისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლება რომელიმე ერთ პარტიასთან არსებულ ცუდ ურთიერთობებზე მაღლა დგას
როგორც ჩანს, ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც შეჯერდნენ, რომ რეგიონი მათთავის უაღრესად მნიშვნელოვანია. აქ საკითხი შემდეგშია: ვინ იქნება ლიდერი რეგიონში? საქართველო, რომელიც, სამწუხაროდ, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი სამხედრო ძალაა, შეიძლებოდა ასე არ ყოფილიყო, მაგრამ ეს ცალკე განხილვის საგანია, ლიდერობას დემოკრატიული განვითარების ხარჯზე აღწევდა.
ამ მხრივ რეგრესი სახეზეა, შესაბამისად, შესაძლოა, საქართველომ რეგიონალური ლიდერის პოზიცია დაკარგოს, რაც, ავტომატურად, რუსეთის გავლინის ზრდას გამოიწვევს და კრემლი შეეცდება, საქართველო რუსეთის ერთადერთ დასაყრდენად აქციოს სამხრეთ კავკასიაში.
როგორც ჩანს, ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც შეჯერდნენ, რომ რეგიონი მათთავის უაღრესად მნიშვნელოვანია… მმართველ პარტიას წინააღმდეგობის გაწევა რომც მოუნდეს, სახელმწიფოს ამის შიდა თუ საგარეოპოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური რესურსი კიდევ ექნება თუ არა
თუკი ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი მოიშალა, რისკენაც ახლა მივდივართ, კრემლის ამ გეგმის რეალიზაციისადმი წინააღმდეგობა მხოლოდ იმაზე იქნება დამოკიდებული, რადენად დააკმაყოფილებს მმართველი პარტიის შიდაპოლიტიკურ ინტერესს რუსული გავლენების ზრდა.
სხვა საკითხია, მმართველ პარტიას წინააღმდეგობის გაწევა რომც მოუნდეს, სახელმწიფოს ამის შიდა თუ საგარეოპოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური რესურსი კიდევ ექნება თუ არა.
– ამას წინათ სოციალურ ქსელში თქვენს ერთ მასალას გავეცანი, სადაც თქვენ ამბობთ -“რუსეთის ხედვა საქართველოს მიმართ არის საქართველოს სიცოცხლისუნარიანობასთან შეუთავსებელი”.
რუსი პოლიტიკოსების განცხადებები საქართველოზე, საქართველოს თემაზე გამოთქმული მოსაზრებები იმაზე მეტყველებს, მათ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არსებობაც კი აღიზიანებთ. მათ არც საქართველოს ევროპული, ანუ დემოკრატიული და ატლანტიკური პერსპექტივა არ აინტერესებთ.
არ ჩანს, რომ ატლანტიკური გეგმები ჩვენი ხელისუფლების დღის წესრიგში შედის. რაც შეეხება დემოკრატიას, ევროპარლამენტი, ევროსტრუქტურები ჩვენ სწორედ დემორატიას გვიწუნებენ.
რამდენად ხდება საქართველო იმდენად სიცოცხლისუუნარო, რომ ევროპას აღარ აინტერესებდეს, ხოლო რუსეთისთვის ბევრი თვალსაზრისით მისაღები იყოს?
– დიახ, როგორც ცნობილია, რუსეთი საქართველოს საერთოდ არ განიხილავს სახელმწიფოდ და მისი ყველა ნაბიჯი რეგიონში ამ ხედვასთან თანხვედრაშია. პუტინს, მედვედევს, სხვა ოფიციალურ პირებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ისინი თბილისის და ქუთაისის გუბერნიას იცნობენ, ასევე – სოხუმის სამხედრო ოლქს.
თუ დავაკვირდებით, როგორც კი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების თუნდაც რუსეთთან მეგობრობის ფარგლებში დაბრუნების ფრთხილ მესიჯს წამოწევს, კრემლი იმწამსვე წითელ ხაზებს შეახსენებს მას. საქართველოს გაერთიანებას მოსკოვი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის შემადგენლობაში ხედავს და მიისწრაფვის კიდევაც ამისკენ, თუმცა, ეს როგორი გაერთიანებაა, მკითხველს კარგად მოეხსენება.
ბუნებრივია, ამ არსებით საფრთხესთან მიმართებაში თითიდან გამოწოვილი და კომიკურია საქართველოს სუვერენიტეტისადმი „დასავლური მუქარა“, რომელიც, სინამდვილეში, არ არსებობს.
სავალალო ის არის, რომ სწორედ რუსეთის მიერ ორკესტრირებულმა და პოლიტიკის არმცოდნე ხალხის მიერ შიდა მოხმარებისთვის გამოყენებულმა ამ რიტორიკამ დემოკრატიის კონსოლიდაცია, დასავლეთთან ურთიერთობები ხანგრძლივი ვადით და საფუძვლიანად დააზარალა, შესაბამისად მნიშვნელოვნად შეარყია საქართველოს უსაფრთხოება და გაზარდა რისკები სუვერენიტეტისადმი.
სავალალო ის არის, რომ სწორედ რუსეთის მიერ ორკესტრირებულმა და პოლიტიკის არმცოდნე ხალხის მიერ შიდა მოხმარებისთვის გამოყენებულმა ამ რიტორიკამ დემოკრატიის კონსოლიდაცია, დასავლეთთან ურთიერთობები ხანგრძლივი ვადით და საფუძვლიანად დააზარალა, შესაბამისად მნიშვნელოვნად შეარყია საქართველოს უსაფრთხოება და გაზარდა რისკები სუვერენიტეტისადმი
მაგალითად, ამერიკელი სამხედროების მიერ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში გაწვრთნილია ასეულის დონეზე ყველა ჩვენი ჯარისკაცი, ჩვენმა ჯარმა სამხედრო გამოცდილება მიიღო სხვადასხვა საერთაშორისო მისიაში, გაიზარდა ნატო-ს სამხედრო ძალებთან თავსებადობა, შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი ტექნიკური და საექსპერტო დახმარება აღმოუჩინა საბაჟო და საზღვრის დაცვის სამსახურებს, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები, ესტონეთთან ერთად დიდწილად უზრუნველყოფენ საქართველოს კიბერუსაფრთხოების განვითარებას, რაც როგორც სამთავრობო ქსელების, ასევე კრიტიკულ ინფრასტრუქტურის – ბანკების, საავადმყოფოების, ენერგეტიკის სექტორის, კვების მრეწველობის დაცვასაც მოიცავს, ვაშინგტონი პირდაპირი გარანტი იყო ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის.
მარტივი რიტორიკული კითხვაა, რა უფრო მეტი საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ამ პროექტების შეფერხება და ამ თანამშრომლობის მოშლა თუ მითიური „დიპსტეიტის“ განზრახვა, „შელახოს ქართული ეროვნული ტრადიციები“, რომელთა დამცველადაც თურმე ნუ იტყვით, რუსეთი და „რუსული სამყარო“ გვევლინება?
არასწორი თუ წინასწარგამიზნული საშინაო და საგარეო პოლიტიკის პირობებში საქართველო ამ პარტნიორობის გარეშე რჩება, ეს პროექტები შეწყდა ან დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
მარტივი რიტორიკული კითხვაა, რა უფრო მეტი საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისთვის, ამ პროექტების შეფერხება და ამ თანამშრომლობის მოშლა თუ მითიური „დიპსტეიტის“ განზრახვა, „შელახოს ქართული ეროვნული ტრადიციები“, რომელთა დამცველადაც თურმე ნუ იტყვით, რუსეთი და „რუსული სამყარო“ გვევლინება?
ეს უკანასკნელი აბსოლუტურად იდენტურია საბჭოთა პროპაგანდის უმნიშვნელოვანესი პოსტულატისა „დასავლეთის გამხრწნელი ზემოქმედების“ შესახებ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი