საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების სპეციალისტს, ანდრო გოცირიძეს ესაუბრა.
– ბატონო ანდრო, 7 თებერვალს ოკუპირებული აფხაზეთის ბაბუშარის აეროპორტში მოსკოვიდან სოხუმში პირველი სატესტო ფრენა შესრულდა. აფხაზურ-რუსული წყაროების ინფორმაციით ბაბუშარის აეროპორტის მშენებლობა მიმდინარე წლის მაისში დასრულდება და რუსული კომპანიები სოხუმის აეროპორტის მიმართულებით ფრენების განხორციელებას რეგულარულად დაიწყებენ.
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდი აქტიურადაა ჩართული ოპოზიციასთან პროპაგანდისტულ ომში, რის გამოც ისინი ტელეეთერებში აქტიურად მონაწილეობენ, ამ თემაზე კომენტარი არავის გაუკეთებია, არც საგარეო საქმეთა უწყებას.
აფხაზეთის თემაზე მსჯელობისას, მაშინ როცა აფხაზეთში ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის საკითხზე აფხაზეთში დიდი სახალხო მღელვარება იყო, შეიძლება გავიხსენოთ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება – „არაა საჭიროა ამ თემაზე ზედმეტი ხმაური“.
ვიცით, რომ სოხუმის აეროპორტში ფრენებზე უფლება ოფიციალურმა თბილისმა უნდა გასცეს, რომელიც ფრენების საერთაშორისო ორგანიზაცია ICAO -ს წევრია.
ახლა როცა რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგენილია, რა უნდა ვიფიქროთ, – აფხაზეთის საჰაერო სივრცეს, საქართველოს საჰაერო სივრცედ აღარ ვთვლით? თუ „არაღიარების პოლიტიკაზე“ გვაქვს უარი ნათქვამი?
– სამწუხაროდ, საქართველოში განვითარებული მოვლენები აფხაზეთთან და ზოგადად, ოკუპირებულ ტერიტორიებთან კი არ გვაახლოებს, არამედ გვაშორებს.
თუკი რკინიგზის აღდგენას კიდევ შეიძლება ჰქონოდა რაიმე პოზიტიური მუხტი, პირადად მე, დეოკუპაციამდე ან შესაბამისი ღონისძიებების კომპლექსის გარეშე ეს მიზანშეუწონლად მიმაჩნია, რუსეთთან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.
ამგვარი ნაბიჯები კიდევ უფრო გახშირდება, ხოლო საქართველოს დღევანდელი საერთაშორისო მდგომარეობიდან გამომდინარე, ოფიციალურ თბილისს მათზე რეაგირება პარტნიორების გარეშე მოუწევს.
ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამის დოკუმენტაციაში სოხუმი სწორად ეწერება თუ რუსეთის მიერ თავსმოხვეული ტოპონიმიკით. ეს ყველაფერი, შესაძლოა, აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. პოლიტიკური პროცესისთვის ღირებული იყოს და პოლიტიკური ბრძოლის ბერკეტად, ერთგვარი „საარჩევნო“ პოზიციონირებისთვის გამოიყენოს რომელიმე კლანმა.
მაგრამ, საქართველოსთვის ეს უბრალოდ გადმოგდებული სატყუარაა ფუჭი იმედის გასაღვივებლად, თითქოს დასავლეთთან კონფრონტაცია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერება და რუსეთთან ურთიერთობების დათბობა ამ ფორმით იქნება წახალისებული და ამ მიმართულებაზე რამე წარმატებას უნდა ველოდეთ. სამწუხაროდ, პროცესები ჩვენთვის სასარგებლოდ არ ვითარდება და ამას ჩვენც ვუწყობთ ხელს.
ნაკლებად მნიშვნელოვანია, შესაბამის დოკუმენტაციაში სოხუმი სწორად ეწერება თუ რუსეთის მიერ თავსმოხვეული ტოპონიმიკით… საქართველოსთვის ეს უბრალოდ გადმოგდებული სატყუარაა ფუჭი იმედის გასაღვივებლად, თითქოს დასავლეთთან კონფრონტაცია, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერება და რუსეთთან ურთიერთობების დათბობა ამ ფორმით იქნება წახალისებული და ამ მიმართულებაზე რამე წარმატებას უნდა ველოდეთ. სამწუხაროდ, პროცესები ჩვენთვის სასარგებლოდ არ ვითარდება და ამას ჩვენც ვუწყობთ ხელს
დასავლეთთან კონფრონტაციულ რიტორიკასაც რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოში, ჩვენგან დამოუკიდებლადაც, ახლა ისეთი პროცესები მიმდინარეობს, ოფიციალური თბილისი გამუდმებით უნდა ცდილობდეს, არ მოხდეს მსოფლიო ლიდერების დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის ამოღება.
ურთიერთობების ეს კოლაფსი დემოკრატიის გზიდან ქართული ხელისუფლების გადახვევამ გამოიწვია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს მისი ინტერესიც არ იყო. იზოლირებულ გარემოში გაცილებით მარტივია ავტოკრატიის მშენებლობა
ამ დროს საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალურად აქვს შეზღუდული კონტაქტები დასავლეთთან, ხოლო ის სახელმწიფოები, რომლებთანაც ახლა ფორმდება ან ვითარდება ურთიერთობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთობ მყიფე პოლიტიკით გამოირჩევიან.
ურთიერთობების ეს კოლაფსი დემოკრატიის გზიდან ქართული ხელისუფლების გადახვევამ გამოიწვია, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს მისი ინტერესიც არ იყო. იზოლირებულ გარემოში გაცილებით მარტივია ავტოკრატიის მშენებლობა.
– რუსეთის პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში აქტიურად განიხილავენ რუსეთ- საქართველოს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთზე მიმოსვლის აღდგენის საკითხს. ვხედავთ, რომ ამ იდეას მხარდამჭერები საქართველოშიც მრავლად ჰყავს.
პოლიტიკური ნების ქონის პირობებში მდინარე ენგურზე რკინიგზის აღდგენა რთული არაა, თუმცა, აქაც რომ უამრავი სამართლებრივი პრობლემაა, კარგად გვახსოვს.
საერთოდ, კომუნიკაციების აღდგენა საშური საქმეა, ცხადია, მაგრამ იმ ტიპის კონფლიქტებში, რომელიც საქართველოს რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოუგვარებელ კონფლიქტებთან დაკავშირებით აქვს.
როცა ოფიციალური თბილისის თანხმობით, ანაც დუმილითა თუ წაყრუებით კომუნიკაციების აღდგენის საკითხებზე ვსაუბრობთ, ყველაზე ადეკვატური კითხვა იქნებოდა, ამ ყველაფრისგან რა სარგებელი ექნება ქართული სახელმწიფოს. ან, რის ფასად ხდება ეს ყველაფერი?
თუ ამგვარ რამეს აქვს ადგილი, იქნებ მმართველ გუნდს ამაზე საზოგადოებისთვის მეტი და სწორი ინფორმაციის მიწოდება საჭიროც და სასარგებლოც იქნებოდა?
– ზოგადად, ხელისუფლება უფრო და უფრო ნაკლებად ანგარიშვალდებული ხდება ამომრჩეველთან. მმართველ პარტიას ამომრჩევლისთვის რომ ეთქვა, ევროკავშირში გაწევრიანებას დღის წესრიგიდან მოვხსნით, ადმინისტრაციულ პატიმრობის ვადებს გავზრდით, საჯარო სამსახურიდან მოხელის გათავისუფლებას გავამარტივებთო, ბუნებრივია, მისი მხარდამჭერების რიცხვი დრამატულად დაიკლებდა, მაგრამ საარჩევნო სლოგანები, როგორც გახსოვთ, აბსოლუტურად განსხვავდებოდა რეალობისგან.
რაც შეეხება კონკრეტულად აფხაზეთის თემას, ეს საკითხი, ცხადია, აქტიურად იქნება გამოყენებული უპირველესად, დევნილების გულის მოსაგებად. ეს კი სულაც არ არის მოქალაქეთა მცირე ნაწილი.
აფხაზეთის თემა, ცხადია, აქტიურად იქნება გამოყენებული უპირველესად, დევნილების გულის მოსაგებად. ეს კი სულაც არ არის მოქალაქეთა მცირე ნაწილი
იქმნება ილუზია, თითქოს რუსეთი დასავლეთთან კონფრონტაციის და ევროატლანტიკური მისწრაფებების შეჩერების სანაცვლოდ, აფხაზეთს დათმობს და ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, რაც დიდი სიცრუეა.
რუსეთმა აფხაზეთი მაშინ მიიტაცა, როდესაც ნატო და ევროკავშირი დღის წესრიგში საერთოდ არ იყო და ქმედითი ნაბიჯები „კონფლიქტის მოსაგვარებლად“ მაშინაც კი არ გადაუდგამს, როდესაც საქართველო დსთ-ის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო „ძალოვანი“ ბლოკი პირდაპირ მოსკოვიდან ინიშნებოდა. ცხადია, არც ახლა გადადგამს კრემლი ამ ნაბიჯს და მოსკოვის ხედვით, აფხაზეთის და „დანარჩენი“ საქართველოს ინტეგრაცია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია შესაძლებელი.
იქმნება ილუზია, თითქოს რუსეთი დასავლეთთან კონფრონტაციის და ევროატლანტიკური მისწრაფებების შეჩერების სანაცვლოდ, აფხაზეთს დათმობს და ინტეგრაციას შეუწყობს ხელს, რაც დიდი სიცრუეა
ამას პუტინის რეჟიმი არც მალავს: თავად დიქტატორმა და მისმა მოადგილემ უშიშროების საბჭოს ხაზით, მედვედევმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისტორიულად ისინი თბილისის, ქუთაისის გუბერნიებს და სოხუმის სამხედრო ოლქს იცნობენ.
ჩვენი უბედურება ის არის, რომ დევნილების და მათთან დაკავშირებული პირების მასური წილი ქართველ ამომრჩეველში იმდენად დიდია, რომ ხელისუფლება მას მანიპულირებისთვის იყენებს: ეფემერულ „დაბრუნებას“ ჰპირდება, თუმცა თუ ეს დაბრუნება ახალ საბჭოთა კავშირში მოხდება, გამოდის, რომ საქართველო სუვერენიტეტს კარგავს.
ასე, მანიპულაციურად შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ რუსეთმა საქართველო მე-19 საუკუნეშიც გააერთიანა. საუკუნეების წინ ეს სხვადასხვა დამპყრობელმაც მოახერხეს, მაგრამ ამას საქართველოსთვის დამოუკიდებლობა და კეთილდღეობა არ მოუტანია.
ისევ მიმდინარე მოვლენებს რომ დავუბრუნდეთ, ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია განაცხადოს, რომელ სახელმწიფოსთან რა სახის მოლაპარაკებებშია ჩართული აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით და თუ მისი პოლიტიკა ამ კონფლიქტის გასაღებს მოსკოვში ხედავს, მაშინ, რის სანაცვლოდ ელის ის კრემლის მხრიდან დათმობას?
ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია განაცხადოს, რომელ სახელმწიფოსთან რა სახის მოლაპარაკებებშია ჩართული აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით და თუ მისი პოლიტიკა ამ კონფლიქტის გასაღებს მოსკოვში ხედავს, მაშინ, რის სანაცვლოდ ელის ის კრემლის მხრიდან დათმობას?
ამას როდესაც ვამბობ, მესმის, რომ არსებობს წყება საკითხებისა, რომელიც ვერ იქნება განხილული საჯაროდ, თუმცა პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები აუცილებლად უნდა იყოს დეკლარირებული.
მაგალითად, თუ აფხაზეთის „დაბრუნებას“ 3+3 -ის ფორმატში შეგვპირდებიან ან ვთქვათ, რუსეთ-ბელარუსთან სამოკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში, ეს საქართველოს ამომრჩევლის ნებაა? ამაზე მანდატი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას?
ჩემი აზრით, ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხი რბილი ძალის მეთოდიკით უნდა მიმდინარეობდეს, რაც გულისხმობს პარტნიორებთან სწორ კომუნიკაციას, არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებას, დასავლური ინტეგრაციის დაჩქარებას, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ სფეროში აქტიურ მოქმედებებს, მიმზიდველი პროექტების შეთავაზებას და ამის საპირწონედ, სამხედრო აღმშენებლობის სწრაფი ტემპებით განვითარებას.
თუ აფხაზეთის „დაბრუნებას“ 3+3 -ის ფორმატში შეგვპირდებიან ან ვთქვათ, რუსეთ-ბელარუსთან სამოკავშირეო ხელშეკრულების ფარგლებში, ეს საქართველოს ამომრჩევლის ნებაა? ამაზე მანდატი აქვს დღევანდელ ხელისუფლებას?
სასიცოცხლოდ აუცილებელია რუსული გამყოფი მავთულხლართის იქეთ მხარეს მყოფი ადამიანებისთვის ძლიერი, დემოკრატიული, სამართლიანი და მრავალფეროვანი სახელმწიფოს ეგიდით დასავლეთთან მომგებიანი ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების შეთავაზება.
დღეს კი, სამწუხაროდ, ყველაფერი ამის საპირისპიროდ კეთდება. როგორ შეიძლება ენგურს გაღმა ვინმეს იმ სახელმწიფოში უნდოდეს ინტეგრაცია, რომელშიც საკუთარ მოქალაქეებს ასე უსწორდება? ისინი ხომ იმაზეც ფიქრობენ, რეინტეგრაციის შემდგომ როგორ უნდა იცხოვრონ იმ ხალხთან, ვისთანაც, რუსეთის წაქეზებით, სისხლი დაღვარეს?
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეკრებისა და გამოხატვის კანონმდებლობა საგრძნობლად გაამკაცრა.
დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი ნაბიჯები „გაჭირვებისაა“, ანუ ხელისუფლებას უჭირს საპროტესტო ტალღის შეჩერება, რის გამოც ამკაცრებს კანონმდებლობას. მეორე ნაწილი კი შენიშნავს, რომ გამკაცრებული კანონმდებლობის გამო „მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია“.
მესამე ნაწილი კი ამბობს რომ ქვეყანა ავტორიტარიზმიდან იმ ტიპის დიქტატურისკენ მიექანება, რომელიც ქვეყანას ლუკაშენკოს ბელორუსს კი არა ალიევის აზერბაიჯანს ამსგავსებს.
ვითარებაში, როცა რაც მეტი დრო გადის საქართველო მეტად დისტანცირდება ევროპული სტრუქტურებისგან, მხედველობაში მაქვს ევროპის საბჭოში საქართველოს საპარლამენტო ასამბლეაში საქმიანობის შეჩერება, ევროკავშირის სტრუქტურებთან საკმაოდ გაურკვეველი ურთიერთობების პერსპექტივა, აშშ-ს არაპროგნოზირებადი პრეზიდენტის იმედად ყოფნა, აბსოლუტურად გაუგებარია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კუსი.
ახლო სამეზობლოსთან, თუნდაც ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება საჭირო საქმეა, მაგრამ თუ ამას დავამატებთ იმას, რომ ამით ამოიწურება ჩვენი ხელისუფლების ურთიერთობების შესაძლებლობები, კარგ სურათს ნამდვილად არ ვიღებთ.
პოლიტოლოგთა ნაწილი ამტკიცებს, რომ გარკვეულ ძალებს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, საქართველოში სამოქალაქო ომის გაჩაღება სურთ.“ ვხედავთ, რომ საზოგადოების ერთ ნაწილის დღეს ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანოები გამკაცრებული კანონმდებლობით უპირისპირდება.
სავარაუდოდ, რაზე მეტყველებს გამკაცრებული კანონმდებლობა?
ასევე ის, თუ როგორი ურთიერთობები უყალიბდება ქვეყანას ევროპასთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც სულ ცოტა ხნის ჩვენს საიმედო პარტნიორებად ითვლებოდნენ, თუნდაც „არაღიარების პოლიტიკის“ განხორციელებაში?
– მმართველი პარტიის ყველა ნაბიჯი იმაზე მეტყველებს, რომ დემოკრატია, როგორც ასეთი, მისთვის მიუღებელი წყობაა. ახლა, როდესაც საქართველო მაქსიმალურად დისტანცირდა დასავლელი პარტნიორებისაგან, რითაც რუსეთის ინტერესი – უკრაინაში მიმდინარე ომი არ ყოფილიყო სხვა დაინტერესების ქვეყნების დასავლური ინტეგრაციის დამაჩქარებელი- დაკმაყოფილდა, ხელისუფლება აზიური ტიპის ავტოკრატიულ მმართველობას აშენებს, რომელიც ძალოვან ბლოკზე სრულად დაყრდნობილი ლიდერის უპირობო მორჩილებას გულისხმობს და ფიქრობს, რომ ამ სტატუს-ქვევიდან გამომდინარე დაელაპარაკება ეკონომიკური თუ ლოგისტიკური პროექტებით დაინტერესებულ დასავლეთს.
მმართველი პარტიის ყველა ნაბიჯი იმაზე მეტყველებს, რომ დემოკრატია, როგორც ასეთი, მისთვის მიუღებელი წყობაა
სწორედ აქ არის პრობლემა: დასავლეთს, უპირველესად კი ამერიკის შეერთებულ შტატებს რეგიონში დემოკრატიული პარტნიორი სჭირდება საქართველოს სახით, ხოლო რუსეთისთვის და აზერბაიჯანისთვის, ამ კონტექსტში კი ნაწილობრივ თურქეთისთვისაც, დემოკრატიული მეზობელი პრობლემატურია.
სწორედ აქ ემთხვევა საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის ინტერესები აშშ-ის და დასავლეთის ინტერესებს არ ემთხვევა.
საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის ინტერესები აშშ-ის და დასავლეთის ინტერესებს ერთმანეთს არ ემთხვევა
– „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააანონსა ამერიკული „ფარას“ მსგავსი კანონის მიღება. უკვე ვიცით, რომ მას „სამართლიანობის აქტი“ ერქმევა“.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ქართულ მედიაში ბრიტანული სტანდარტების დამკვიდრება სურს. ამგვარი მცდელობები საქართველოში მანამდეც ბევრი ყოფილა. საზოგადოებრივ მაუწყებელში „ბრიტანული სტანდარტების“ დამკვიდრება რა შედეგით დასრულდა, ამაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის რამდენიმე სხდომაც ნათლად გვანახა.
რაც შეეხება ამერიკული „ფარას“ სიტყვა სიტყვით გადმოთარგმნას და კანონად მიღებაზე საუბრობს „ქართული ოცნება“. მეორე მსოფლიო ომის წინ აშშ-ში მიღებული ე.წ. „ფარას“ კანონის მიზანი იყო ამერიკას თავი დაეცვა გერმანული ნაციონალ-სოციალისტური იდეებისგან, რეალურად კი ჰიტლერის ფაშისტური იდეოლოგიისგან.
ახლა თავს ვისგან ვიცავთ – დასავლური გავლენებისგან ხომ არა?
– როგორც უკვე აღინიშნა, დასავლური დემოკრატია, სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ე.წ check and ballance სისტემას ეყრდნობა, თავის თავშივე გულისხმობს კანონის უზენაესობას, პოლიტიკური პარტიისა და სახელმწიფო ადმინისტრაციის გამიჯვნას, სასამართლოს და სამართალდამცავი სისტემის მიუკერძოებლობას.
ეს ბერკეტები ამცირებენ პოლიტიკური თუ ელიტარული კორუფციის დონეს და გარდაუვალს ხდიან ხელისუფლებების ცვლილებას არჩევნების გზით. ბუნებრივია, ეს წყობა ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის სურვილის მქონე პოლიტიკური ძალისათვის სასიცოცხლო გარემოდ ვერ გამოდგება. სწორედ ამით არის განპირობებული მმართველი პარტიის „იმედგაცრუება“ დემოკრატიისადმი.
ფაქტია, დასავლეთი მმართველი პარტიის ძირითადი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ამის თქმა ელექტორალურად წამგებიანია, ამიტომ ჯერჯერობით კამუფლირებისთვის ხან გლობალური ომის პარტია გამოიყენება და ხან Deep State. სამწუხაროდ, მალე დადგება დრო, როდესაც მმართველი პარტია პირდაპირ იტყვის, რომ მთელი დასავლეთი გლობალური ომის პარტიაა და აუცილებელია ახალი ნავსაყუდელის მოძებნა.
დასავლეთი მმართველი პარტიის ძირითადი მოწინააღმდეგეა, მაგრამ ამის თქმა ელექტორალურად წამგებიანია, ამიტომ ჯერჯერობით კამუფლირებისთვის ხან გლობალური ომის პარტია გამოიყენება და ხან Deep State. სამწუხაროდ, მალე დადგება დრო, როდესაც მმართველი პარტია პირდაპირ იტყვის, რომ მთელი დასავლეთი გლობალური ომის პარტიაა და აუცილებელია ახალი ნავსაყუდლის მოძებნა
სწორედ ამას ემსახურება ის აღვირახსნილი ანტიდასავლური პროპაგანდა, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს ამომრჩეველში პროდასავლურად განწყობილი ადამიანების მასური წილი შეამციროს.
– კანონის გამკაცრების მიუხედავად, საზოგადოება, რომელიც 73 დღეა ქუჩებში აქციებს აწყობს, აქციები 8 თებერვალსაც გამართეს თბილისსა და რეგიონებში.
ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არ შევიდნენ და რომლებსაც გასულ კვირას საპარლამენტო მანდატები პარლამენტმა გაუუქმა, ქუჩის აქციებში მონაწილეობას კი იღებენ, მაგრამ, როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, ოპოზიციურ მოძრაობას და საზოგადოების აქტიურობასაც აქვთ პრობლემები. ოპოზიციონერთა ნაწილი ამბობს, რომ „დიდი სამოქალაქო, პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების დრო მოდის“.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქუჩის აქციები მომავალშიც იქნება. იმის ფონზე, რომ „ქართული ოცნებას“ რეპრესიული ქმედებები დაანონსებული აქვს, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოება აქციების გამართვას მომავალშიც აპირებს, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესები საშინაო პოლიტიკაში?
– ასეთი პროცესები სახელმწიფოსთვის სასიკეთოდ არასდროს მთავრდება. ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია და მისი დარეგულირების დასავლური გზა არჩევნებია, ავტოკრატიული – პროტესტის ჩახშობა და ხელისუფლების კონცენტრაცია პარტიული მმართველობის ხელში.
ყველაზე სავალალო მაინც ის გარემოებაა, რომ დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობები ხანგრძლივი ვადით არის დაზიანებული, ხოლო რუსული გავლენა ასევე ხანგრძლივი ვადით გაზრდილი და ეს მოცემულობა ნეგატიურად იმოქმედებს ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც კი.
დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობები ხანგრძლივი ვადით არის დაზიანებული, ხოლო რუსული გავლენა ასევე ხანგრძლივი ვადით გაზრდილი და ეს მოცემულობა ნეგატიურად იმოქმედებს ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაშიც კი
რუსულ ეკონომიკაზე, ფინანსურ თუ ტურისტულ ნაკადებზე გაზრდილი დამოკიდებულება მომდევნო მთავრობებისთვისაც მძიმე ტვირთი იქნება.
რაც შეეხება დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას, ამ ურთიერთობის ჩამოყალიბებას ჩვენი პოლიტიკოსების, დიპლომატების, საჯარო მოხელეების თუ სპეცსამსახურების ძალისხმევის გარდა, საფუძველი მსოფლიოს იმდროინდელმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამაც შეუწყო.
აფხაზეთში, ჩეჩნეთსა და ყარაბაღში რუსეთის ინსპირირებით მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა კასპიის ნავთობპროდუქტების სწორედ საქართველოზე გამავალი მარშრუტით ტრანსპორტირებას მისცა დასაბამი, ხოლო 11 სექტემბრის მოვლენებმა, რუსეთის მიერ ჩეჩნეთის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ბრძოლის „ანტიტერორისტულ ოპერაციის“ სახელით ჩახშობამ კი რეგიონში ამერიკული სამხედრო ძალებს აუნთო მწვანე შუქი.
სწორედ ამ მოვლენების ფონზე გახდა შესაძლებელი საქართველო ერთის მხრივ, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი, მეორე მხრივ კი სანდო პარტნიორი და ანტიტერორისტული კოალიციის წევრი გამხდარიყო. ამ პროცესებმა გამოიწვია დასავლეთის მზარდი ინტერესი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, რაც, დროთა განმავლობაში, საქართველოს ევროპული მომავლის გარანტად იქცა.
ამ პროცესებმა გამოიწვია დასავლეთის მზარდი ინტერესი საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის თვალსაზრისით, რაც, დროთა განმავლობაში, საქართველოს ევროპული მომავლის გარანტად იქცა
ახლა მსოფლიოში ხელახალი გადანაწილების პროცესი მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებული სიმწვავით ეხება ჩვენ რეგიონს. როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად. უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს და ეკონომიკურ ინექციებს მიიღებს, რუსეთს კი, სავარაუდოდ, სანქციები შეუმსუბუქდება. ასეთ დროს საქართველო დასავლურ სამყაროსთან კონფრონტაციულ რეჟიმში ხვდება და საერთაშორისო ასპარეზზე არანაირი კონსულტაციები არ მიმდინარეობს, რომ უკრაინა-მოლდოვასთან ერთად საქართველოს საკითხიც იდოს მოლაპარაკების მაგიდაზე. მიუნხენისა თუ დავოსის კონფერენციებზე საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელიც კი არ ჰყავდა.
საქართველოს სამხრეთითაც მნიშვნელოვანი ცვლილებებია. რუსეთს, სომხეთთან ერთად, სირიაში ასადის რეჟიმიც გამოეცალა, აზერბაიჯანი და თურქეთი კი ცდილობენ სომხეთი მაქსიმალურად შეავიწროონ.
ამ პირობებში საქართველოს სამხრეთით, რუსეთის დასუსტების პირობებში კი ჩრდილოეთითაც, მნიშვნელოვანი პროთურქული გავლენის სფერო ყალიბდება, რომელთან გამკლავებაც საქართველოს მხოლოდ თურქეთთან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საერთო პლატფორმებში მონაწილეობით შეუძლია. ბუნებრივია, ეს პლატფორმა მკვეთრად ევროატლანტიკური უნდა იყოს და არ შეიძლება იყოს 3+3.
ამ პირობებში საქართველოს სამხრეთით, რუსეთის დასუსტების პირობებში კი ჩრდილოეთითაც, მნიშვნელოვანი პროთურქული გავლენის სფერო ყალიბდება, რომელთან გამკლავებაც საქართველოს მხოლოდ თურქეთთან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საერთო პლატფორმებში მონაწილეობით შეუძლია. ბუნებრივია, ეს პლატფორმა მკვეთრად ევროატლანტიკური უნდა იყოს და არ შეიძლება იყოს 3+3
სწორედ დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის მოხსნა იყო, ჩემი აზრით დანაშაული საქართველოს მომავლის წინაშე.
– სახელისუფლებო მედიის ცნობით, კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტომ კიბერუსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზე დაიწყო მუშაობა.
ციფრულ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ აქ და ახლა გვიწევს ცხოვრება, კიბერუსაფრთხოების საკითხებს რომ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, უდავოც კია.
მხოლოდ მისასალმებელია, თუ კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტომ კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიაზე დაიწყო მუშაობა.
ვითარებაში, როცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გარე საფრთხეებად დასავლეთსა და ამერიკელ ლიბერალებს ასახელებს, პრაქტიკულად არაფერ ამბობს რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეებზე, არადა, ვიცით, რომ რუსეთს საკმაოდ ძლიერი „კიბერუსაფრთხოების ჯარები“ ჰყავს, სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ხელისუფლების კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია?
– რუსეთი მხოლოდ ოფიციალურ სტრუქტურებს არ იყენებს კიბერშეტევებისას. მისი მეტად ვერაგი იარაღია რუსული ტექნოლოგიური კომპანიები და მათი პროდუქტები, პროგრამული უზრუნველყოფა, ელექტრონული კომერციის პლატფორმები, ინდუსტრიის მართვის სისტემები, მონაცემთა ბაზები.
ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობა კი არ გამოსწორდა, პირიქით, რუსულ ელექტრონულ ბიზნესს კარი უფრო ფართოდ გავუღეთ. საქართველოში ოპერირებენ რუსული ელექტრონული კომერციის და ლოგისტიკური კომპანიები, რომელთა განკარგულებაშიც ხვდება საქართველოს მოქალაქეების პერსონალური თუ ფინანსური ინფორმაცია. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია პირდაპირ გადაეცემა ფსბ-ს და შემდგომ გამოიყენება სხვადასხვა პოლიტიკურად მოტივირებული კიბერტერორისტული ქმედებისთვის.
საქართველოში ოპერირებენ რუსული ელექტრონული კომერციის და ლოგისტიკური კომპანიები, რომელთა განკარგულებაშიც ხვდება საქართველოს მოქალაქეების პერსონალური თუ ფინანსური ინფორმაცია. ბუნებრივია, ეს ინფორმაცია პირდაპირ გადაეცემა ფსბ-ს და შემდგომ გამოიყენება სხვადასხვა პოლიტიკურად მოტივირებული კიბერტერორისტული ქმედებისთვის
სამწუხაროდ, არ ვარ ჩართული და არ მაქვს ინფორმაცია, რა ტიპის კიბერუსაფრთხოების სტრატეგია იქმნება სახელმწიფო უწყებებში. ხელისუფლების საგარეო პოლიტიკიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საფრთხის აქტორებად რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მოხსენებას მოერიდებიან და უფრო პერსონალურ უსაფრთხოებაზე, კიბერკრიმინალისგან დაცვაზე გაკეთდება აქცენტები.
ერთ რამეში ღრმად ვარ დარწმუნებული, კიბერუსაფრთხოების, ისევე როგორც ნებისმიერი უსაფრთხოების შენარჩუნება დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია და საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
